https://sputnik-georgia.com/20220727/rustavis-merma-opozicias-txovnit-mimarta-268945158.html
რუსთავის მერმა ოპოზიციურ პარტიებს თხოვნით მიმართა
რუსთავის მერმა ოპოზიციურ პარტიებს თხოვნით მიმართა
Sputnik საქართველო
მერმა საკრებულოს თავმჯდომარეს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად საკრებულოს ბიუროს მოწვევა... 27.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-27T22:16+0400
2022-07-27T22:16+0400
2022-07-27T22:16+0400
რუსთავი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1b/268942795_0:0:900:506_1920x0_80_0_0_e783215bfa301db2cf04e5b103c30b6b.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ქალაქის მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აბრკოლებს, განაცხადა ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ.რუსთავის საკრებულოში 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად უმრავლესობას ოპოზიციონერი დეპუტატები წარმოადგენენ.მისი თქმით, საუბარია ქალაქში მრავალბინიანი სახლების მშენებლობაზე და რამდენიმე ბიზნეს–პროექტის რეალიზებაზე.„საკითხები, რომელიც რუსთავში ახალი ინვესტიციების განხორციელებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობას ერთ თვეზე მეტია გაჩერებული აქვს“, – განაცხადა ლაცაბიძემ.რუსთავში ქალაქის მოედნების და შემოსასვლელის რეკონსტრუქცია დაიწყო>>მისი თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც ოპოზიცია მუდმიუვად ლაპარაკობს, რომ რუსთავში აუცილებელია ახალი საცხოვრებელი სახლების აშენება და სამუშაო ადგილების შექმნა.გარდა ამისა, ლაცაბიძემ მოუწოდა ოპოზიციონერებს, სწორად განსაზღვრონ თავიანთი პრიორიტეტები და ქალაქის ინტერესები საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა დააყენონ.მერმა მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“ ნოდარ შეროზიას და მოუწოდა, დადგეს რუსთაველების ინტერესების მხარეს.რუსთავის მერია ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარება>>რუსთავის საკრებულოში 35 დეპუტატია. აქედან „ქართულ ოცნებას წარმოადგენს 16 დეპუტატი, ამდენივეს – „ნაციონალური მოძრაობა, ხოლო დანარჩენ სამს – „საქართველოსთვის“.
რუსთავი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1b/268942795_60:0:861:601_1920x0_80_0_0_157f26fd7681ce634b777ea59cc580ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსთავი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
რუსთავი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
რუსთავის მერმა ოპოზიციურ პარტიებს თხოვნით მიმართა
მერმა საკრებულოს თავმჯდომარეს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად საკრებულოს ბიუროს მოწვევა შესთავაზა.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ქალაქის მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აბრკოლებს, განაცხადა ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის საკრებულოში 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად უმრავლესობას ოპოზიციონერი დეპუტატები წარმოადგენენ.
„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ ტანდემით არის წარმოდგენილი, ქალაქისთვის და რუსთაველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აფერხებს... იგივე ოპოზიცია ჩვენს ქალაქში 60 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პროცესს აჩერებს“, – განაცხადა ლაცაბიძემ.
მისი თქმით, საუბარია ქალაქში მრავალბინიანი სახლების მშენებლობაზე და რამდენიმე ბიზნეს–პროექტის რეალიზებაზე.
„საკითხები, რომელიც რუსთავში ახალი ინვესტიციების განხორციელებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობას ერთ თვეზე მეტია გაჩერებული აქვს“, – განაცხადა ლაცაბიძემ.
მისი თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც ოპოზიცია მუდმიუვად ლაპარაკობს, რომ რუსთავში აუცილებელია ახალი საცხოვრებელი სახლების აშენება და სამუშაო ადგილების შექმნა.
გარდა ამისა, ლაცაბიძემ მოუწოდა ოპოზიციონერებს, სწორად განსაზღვრონ თავიანთი პრიორიტეტები და ქალაქის ინტერესები საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა დააყენონ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ რუსთავის საკრებულოში ოპოზიციურ ტანდემს, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები და პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა რუსთაველების ინტერესები დააყენონ“, – განაცხადა ლაცაბიძემ.
მერმა მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“ ნოდარ შეროზიას და მოუწოდა, დადგეს რუსთაველების ინტერესების მხარეს.
რუსთავის საკრებულოში 35 დეპუტატია. აქედან „ქართულ ოცნებას წარმოადგენს 16 დეპუტატი, ამდენივეს – „ნაციონალური მოძრაობა, ხოლო დანარჩენ სამს – „საქართველოსთვის“.