https://sputnik-georgia.com/20220727/khatia-nakofia-268253470.html
„ამ საქმემ გამიყვანა ბედნიერ სამყაროში“ - ყველა ასაკზე გათვლილი მხიარული ნაკეთობები
„ამ საქმემ გამიყვანა ბედნიერ სამყაროში“ - ყველა ასაკზე გათვლილი მხიარული ნაკეთობები
Sputnik საქართველო
ისინი ყველა ასაკის იმ პოზიტიური ადამიანებისთვისაა, ვისაც ხელით ნამუშევარი ესთეტიკური ნივთები უყვარს – ამბობს საკუთარ ხელნაკეთ თოჯინებზე ხატია ნაყოფია, რომელმაც... 27.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-27T16:42+0400
2022-07-27T16:42+0400
2022-07-29T18:22+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264552920_0:0:1201:676_1920x0_80_0_0_eb2ca308ffc57f37f09826bc2525f2ef.jpg
წლების მერე ახალი გატაცება გაუჩნდა. მისი თოჯინური ნამუშევრები მსგავსი ნაწარმისგან განსხვავებულია.- ხატია, როგორ დაიწყო თოჯინებით თქვენი გატაცება?- როცა ინტერნეტში ვნახე ხელნაკეთი ტექსტილის თოჯინა, რატომღაც დამაინტერესა. დიდხანს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, რომ მსგავსი რამის გაკეთება მეც შემეძლო. მანამდე თექაზე ვმუშაობდი და ჩანთებს ვამზადებდი. ასე რომ, ხელნაკეთი ნივთების შექმნის მცდელობაც და გამოცდილებაც უკვე მქონდა.- ძირითადად ვინ ინტერესდება თქვენი ნამუშევრებით?- ჩემი თოჯინებით ოთხი წლის ასაკიდან ზემოთ ბავშვებიც ითამაშებენ და მათი საშუალებით ბინის ინტერიერის გახალისება-გალამაზებაც შეიძლება. ამიტომ ისინი ყველა ასაკის ადამიანებისთვისაა, ვისაც ხელით ნამუშევარი ესთეტიკური ნივთები უყვარს. ამ საქმემ მე გამიყვანა ბედნიერ სამყაროში, სადაც ჩემს ფანტაზიებს თავი მოვუყარე. მან ულამაზესი შემოქმედებისკენ მიმავალი გზა დამანახა.- დროთა განმავლობაში რა სახეცვლილება განიცადა თქვენმა თოჯინებმა?- თავიდან არ იყო ადვილი სრულყოფილი ნამუშევარი დამედო, ჩემს პირველ თოჯინას ცხვირ-პირი არ ჰქონდა. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თოჯინები პრემიუმ-კლასის არიან, რადგან მათ ნატურალური მასალით ვაკეთებ და ისინი ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმია. სხვათა შორის, ჩემი ნამუშევრებიდან ზოგიერთი ადამიანის პროტოტიპიც არის.- რა მასალებს იყენებთ მათ დასამზადებლად?- სამუშაო მასალად ვიყენებ ქსოვილს, რომელსაც ვუტარებ დაგრუნტვას, რის შემდეგაც ქსოვილი ისეთივე მყარი ხდება, როგორც პლასტმასი. თოჯინების ტანსაცმელს შერეული ქსოვილით ვკერავ. თავდაპირველად ხელოვნურ თმას ვიყენებდი, ახლა მხოლოდ ნატურალურ თმას ვიყენებ, ისეთს, როგორიცაა თხის ბეწვი, რომელიც ძალიან ნაზია.- პროტოტიპებს ხშირად აკეთებთ ხოლმე?- ზოგადად, პროტოტიპებს იშვიათად ვაკეთებ. არ მიყვარს, როცა შეზღუდული ვარ, მაგრამ თუ დამკვეთს უნდა, რომ თოჯინა მას ან მის შვილს ჰგავდეს, მის თხოვნას აუცილებლად ვითვალისწინებ. თუ დააკვირდებით, ჩემი თოჯინები უფრო ანიმაციურ-თოჯინური ფილმების პერსონაჟებს ჰგვანან. სხვათა შორის, ერთხელ, როცა დამკვეთს შევხვდი და მას ნამუშევარი გადავეცი, ჩემი შვილიც თან მყავდა. როცა მას შეხედა, ღიმილით მითხრა, ეს თოჯინები თქვენს შვილს ჰგვანანო.- ამ საქმემ ახალი გამოწვევების წინაშე დაგაყენათ?- დიახ, ამ საქმემ ახალი გამოწვევების წინაშე დამაყენა და იმის საშუალება მომცა, რომ დამენახა სამყარო, სადაც შემიძლია სულიერი სიმშვიდე მოვიპოვო. თითოეულ თოჯინაზე მუშაობის დროს დადებითი ემოციებითა და განცდებით ვივსები...ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264552920_0:0:1201:900_1920x0_80_0_0_41b8d898c98edc43b8642dd98e380f7d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
„ამ საქმემ გამიყვანა ბედნიერ სამყაროში“ - ყველა ასაკზე გათვლილი მხიარული ნაკეთობები
16:42 27.07.2022 (განახლებულია: 18:22 29.07.2022) ისინი ყველა ასაკის იმ პოზიტიური ადამიანებისთვისაა, ვისაც ხელით ნამუშევარი ესთეტიკური ნივთები უყვარს – ამბობს საკუთარ ხელნაკეთ თოჯინებზე ხატია ნაყოფია, რომელმაც თავის დროზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი დაამთავრა.
წლების მერე ახალი გატაცება გაუჩნდა. მისი თოჯინური ნამუშევრები მსგავსი ნაწარმისგან განსხვავებულია.
- ხატია, როგორ დაიწყო თოჯინებით თქვენი გატაცება?
- როცა ინტერნეტში ვნახე ხელნაკეთი ტექსტილის თოჯინა, რატომღაც დამაინტერესა. დიდხანს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, რომ მსგავსი რამის გაკეთება მეც შემეძლო. მანამდე თექაზე ვმუშაობდი და ჩანთებს ვამზადებდი. ასე რომ, ხელნაკეთი ნივთების შექმნის მცდელობაც და გამოცდილებაც უკვე მქონდა.
- ძირითადად ვინ ინტერესდება თქვენი ნამუშევრებით?
- ჩემი თოჯინებით ოთხი წლის ასაკიდან ზემოთ ბავშვებიც ითამაშებენ და მათი საშუალებით ბინის ინტერიერის გახალისება-გალამაზებაც შეიძლება. ამიტომ ისინი ყველა ასაკის ადამიანებისთვისაა, ვისაც ხელით ნამუშევარი ესთეტიკური ნივთები უყვარს. ამ საქმემ მე გამიყვანა ბედნიერ სამყაროში, სადაც ჩემს ფანტაზიებს თავი მოვუყარე. მან ულამაზესი შემოქმედებისკენ მიმავალი გზა დამანახა.
- დროთა განმავლობაში რა სახეცვლილება განიცადა თქვენმა თოჯინებმა?
- თავიდან არ იყო ადვილი სრულყოფილი ნამუშევარი დამედო, ჩემს პირველ თოჯინას ცხვირ-პირი არ ჰქონდა. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თოჯინები პრემიუმ-კლასის არიან, რადგან მათ ნატურალური მასალით ვაკეთებ და ისინი ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმია. სხვათა შორის, ჩემი ნამუშევრებიდან ზოგიერთი ადამიანის პროტოტიპიც არის.
- რა მასალებს იყენებთ მათ დასამზადებლად?
- სამუშაო მასალად ვიყენებ ქსოვილს, რომელსაც ვუტარებ დაგრუნტვას, რის შემდეგაც ქსოვილი ისეთივე მყარი ხდება, როგორც პლასტმასი. თოჯინების ტანსაცმელს შერეული ქსოვილით ვკერავ. თავდაპირველად ხელოვნურ თმას ვიყენებდი, ახლა მხოლოდ ნატურალურ თმას ვიყენებ, ისეთს, როგორიცაა თხის ბეწვი, რომელიც ძალიან ნაზია.
- პროტოტიპებს ხშირად აკეთებთ ხოლმე?
- ზოგადად, პროტოტიპებს იშვიათად ვაკეთებ. არ მიყვარს, როცა შეზღუდული ვარ, მაგრამ თუ დამკვეთს უნდა, რომ თოჯინა მას ან მის შვილს ჰგავდეს, მის თხოვნას აუცილებლად ვითვალისწინებ. თუ დააკვირდებით, ჩემი თოჯინები უფრო ანიმაციურ-თოჯინური ფილმების პერსონაჟებს ჰგვანან. სხვათა შორის, ერთხელ, როცა დამკვეთს შევხვდი და მას ნამუშევარი გადავეცი, ჩემი შვილიც თან მყავდა. როცა მას შეხედა, ღიმილით მითხრა, ეს თოჯინები თქვენს შვილს ჰგვანანო.
- ამ საქმემ ახალი გამოწვევების წინაშე დაგაყენათ?
- დიახ, ამ საქმემ ახალი გამოწვევების წინაშე დამაყენა და იმის საშუალება მომცა, რომ დამენახა სამყარო, სადაც შემიძლია სულიერი სიმშვიდე მოვიპოვო. თითოეულ თოჯინაზე მუშაობის დროს დადებითი ემოციებითა და განცდებით ვივსები...