მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბენი განცი: ისრაელი მზად არის, დაარტყას ირანს

© AFP 2024 / JACK GUEZ
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ისრაელი მზად არის, გამოიყენოს იარაღი ირანის ბირთვული პროგრამის განვითარების შესაჩერებლად, განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა.

„ირანი არის მთელი მსოფლიოს პრობლემა და არა მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს კერძო პრობლემა. ჩვენ შეგვიძლია დავარტყათ მას ატომის შესაჩერებლად“, — აღნიშნა მინისტრმა 13tv-ს პირდაპირ ეთერში.

ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის (JCPOA) აღდგენაზე მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას ბენი განცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი ძალიან უკმაყოფილოა შეთანხმებით. მისი განმარტებით, ეს ითვალისწინებს სანქციების დროებით გადავადებას, რის წყალობითაც ირანი შეძლებს ეკონომიკის გახსნას.
ამასთან მან აღნიშნა, რომ შეთანხმების უახლოეს დღეებში მიღწევის შანსებისა ნაკლებად სჯერა.
2015 წელს ირანმა აშშ-თან, რუსეთთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას, იგივე ბირთვულ გარიგებას მოაწერა ხელი. გეგმა ითვალისწინებდა თეირანისთვის ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივ მოხსნას მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკა შეთანხმებიდან გასულად გამოაცხადა და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. ამის გამო თეირანმა, თავის მხრივ, ბირთვული გარიგების შესრულებაზე უარი თქვა.
2021 წლის დეკემბერში ვენაში ბირთვული გარიგების განახლების შესახებ მოლაპარაკებების მერვე რაუნდი გაიმართა, რის შემდეგაც მონაწილეებმა შესვენება აიღეს. მიმდინარე წლის ივნისში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებების განახლებისთვის.
წყარო: 13tv
ყველა ახალი ამბავი
0