განვადებით მშენებლობა: სამთავრობო პროგრამა შეუფერხებლად მუშაობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმშენებარე კორპუსი
მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
მთავრობას გეგმებში ბევრი ობიექტი აქვს, რომელთა აშენება უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მასშტაბური სამთავრობო პროგრამა განვადებით საჯარო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის შესახებ შეუფერხებლად ხორციელდება, ამ ეტაპზე სამინისტრო კერძო კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობა მზად არის იყოს ბანკების წინაშე გარანტორი იმ სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსთვის ააშენებენ, ხოლო შემდეგ დაუბრუნოს კომპანიებს ფული სამი-ხუთი წლის განმავლობაში.
„განვადებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კუთხით პროცესი მიდის შეუფერხებლად... ასეთი უფლება მიცემული აქვს ინდივიდუალურად სამინისტროებს, რომლებიც თავად აწარმოებენ სამუშაოების მიმწოდებელ პოტენციურ კომპანიებთან მოლაპარაკებებს და შესაბამისად, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავითაშვილმა ბრიფინგზე.
მინისტრმა მაგალითად ჯანდაცვის სამინისტრო მოიყვანა, რომელიც დევნილებისთვის ბინებით დაკმაყოფილების კუთხით მუშაობს მშენებელ კომპანიებთან.
„უახლოეს ხანებში, როცა ესა თუ ის სახელმწიფო უწყება დაასრულებს იურიდიულ პროცესებს, რა თქმა უნდა, ჩვენ დავინახავთ სამუშაო პროცესს, რომელიც დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წელს დაიწყება ძალიან მასშტაბურად, ისე როგორც ჩვენს მიერ იყო დაანონსებული“, - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მანამდე რეგიონულიგანვითარებისადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, პროექტის განსახორციელებლად 2 მლრდ ლარია გათვალისწინებული.
ყველა ახალი ამბავი
0