ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე განაცხადების მიღების ვადა იწურება

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
საქართველოს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წელს ზემოთ.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარისა და ორი წევრის თანამდებობებზე განაცხადების მიღების ვადა 26 ივლისს იწურება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი კვლავ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილია.
კანდიდატი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წელს ზემოთ, უპარტიო, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და თავისუფლად ფლობდეს სახელმწიფო ენას.
აგვისტოში კალანდარიშვილისა და ცესკოს წევრების – მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის უფლებამოსილების ვადა იწურება. პარლამენტმა სამივე მათგანი თებერვალში ექვსი თვის ვადით აირჩია.
მესამე წრეზე: ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კალანდარიშვილი ძალებს კვლავ მოსინჯავს>>
რეგლამენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა ექვს თვეს შეადგენს.
კალანდარიშვილი მმართველი პარტიის მხარდაჭერით ცესკოს თავმჯდომარე პირველად გასული წლის აგვისტოში გახდა ექვსი თვით. ის მეორედ ამ თანამდებობაზე ამავე ვადით მიმდინარე წლის თებერვალში აირჩიეს.
ამჟამად მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0