Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა: თენგიზ ცერცვაძემ ექიმებს მიმართა

© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairsთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
ცერცვაძის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე კლინიკის ყველა ექიმსა და კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს მოუწოდებს, დროულად გამოიყენონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტები. ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.
საუბარია „პაქსლოვიდსა“ და „რემდესივირზე“. როგორც ცერცვაძე განმარტავს, ექიმებმა არ უნდა გამოიყენონ ის მედიკამენტები, რომელთა ეფექტი არ არის დადასტურებული სერიოზული კლინიკური კვლევებით და არა აქვთ სერიოზული მარეგულირებლების (FDA, EMA და სხვ.) ნებართვა.

„არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ის მედიკამენტები („ივერმექტინი“, „ფლუვოქსამინი“ („ფევარინი“), „ფავიპირავირი“, „კოლხიცინი“ და სხვ.), რომელთა ეფექტი არ არის დადასტურებული სერიოზული კლინიკური კვლევებით. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით კოვიდ-ავადმყოფის სიცოცხლეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, მსოფლიოში გრძელდება კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების შემთხვევების მატება. 20 ივლისს მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2.000-ს გადააჭარბა.
„ეს იმათ საყურადღებოდ, ვინც „ომიკრონის“ შტამებით გამოწვეულ ვირუსს სერიოზულად არ აღიქვამს. საქართველოშიც ბოლო პერიოდში აღინიშნება ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება, მაგრამ, საბედნიეროდ, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლები დღემდე რჩება მინიმალურ ნიშნულზე“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
როგორც ინფექციონისტი განმარტავს, ეს ყველაფერი განპირობებულია ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობით.

„კორონავირუსი არსად წასულა და, სავარაუდოდ, დიდხანს შენარჩუნდება როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე, თავიდან ავიცილოთ ვირუსის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე“, – განაცხადა თენგიც ცერცვაძემ.

ამის მიღწევა შესაძლებელია ვაქცინაციის, დროული დიაგნოსტიკის, ექიმთან კომუნიკაციისა და სათანადო მკურნალობის გზით, აცხადებს სპეციალისტი.
საქართველო კორონავირუსის გავრცელების მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში 500-600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ბოლო პერიოდში კი შემთხვევები კვირაში 6-7 ათასამდე გაიზარდა.
კლინიკები არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციისთვის პასუხისმგებელი იქნებიან - აზარაშვილი>>
წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა ინფიცირების 1.675.966 ​​შემთხვევა, გარდაიცვალა 16.854. ამ დროისათვის ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი გაიზარდა 10,84 პროცენტამდე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0