https://sputnik-georgia.com/20220722/klinikebi-aramiznobrivi-hospitalizaciistvis-pasuxismgebeli-iqnebian-azarasvili-268768576.html
კლინიკები არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციისთვის პასუხისმგებელი იქნებიან - აზარაშვილი
კლინიკები არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციისთვის პასუხისმგებელი იქნებიან - აზარაშვილი
Sputnik საქართველო
არამიზნობრივი სტაციონარული მკურნალობის გამოვლენის შემთხვევაში მთავრობა საავადმყოფოს ხარჯებს არ დააფინანსებს. 22.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-22T13:41+0400
2022-07-22T13:41+0400
2023-08-17T18:17+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/16/268762537_0:126:1280:847_1920x0_80_0_0_afee496deb2c7b240a4e2a80b363ae29.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. კლინიკები საქართველოში, რომლებიც სტაციონარში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს არამიზნობრივად განათავსებენ, თვითონ აიღებენ პასუხისმგებლობას ფინანსურ ნაწილზე, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად აწარმოებს კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს. არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ ანაზღაურდებაპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა უფასოა.მინისტრის თქმით, ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სტაბილური ეპიდვითარებაა და კოვიდ-ინფიცირებულების მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება. ასევე მინიმალურია იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ.ამასთან, შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც კორონავირუსის ახალ შტამთან არის დაკავშირებული, მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, აღნიშნა მინისტრმა.საქართველო კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში ფიქსირდებოდა 500-600 ახალი შემთხვევა, ხოლო გასულ კვირაში 7.812 შემთხვევა გამოვლინდა.რა შემთხვევაში არ დააფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-ინფიცირებული პირების მკურნალობას>>მიუხედავად კორონავირუსის მომატებული შემთხვევებისა, კლინიკებზე დატვირთვა არ გაზრდილა იმის გათვალისწინებით, რომ „ომიკრონის“ ახალი შტამი არის მსუბუქი და მოქალაქეების უმეტესობა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპიВ.А.5 – აღნიშნული ქვეტიპით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებული, ისე კოვიდ-გადატანილი პირები.სპეციალისტების განცხადებით, ინფექციის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების არარსებობა, მათ შორის ნიღბის ტარების რეჟიმის გაუქმება.ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მორიგ ფაზაში ოქტომბერში შევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/16/268762537_206:98:1211:851_1920x0_80_0_0_54dbd185d696669064648061901eb577.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , covid-19
კლინიკები არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციისთვის პასუხისმგებელი იქნებიან - აზარაშვილი
13:41 22.07.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) არამიზნობრივი სტაციონარული მკურნალობის გამოვლენის შემთხვევაში მთავრობა საავადმყოფოს ხარჯებს არ დააფინანსებს.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. კლინიკები საქართველოში, რომლებიც სტაციონარში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს არამიზნობრივად განათავსებენ, თვითონ აიღებენ პასუხისმგებლობას ფინანსურ ნაწილზე, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად აწარმოებს კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს. არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ ანაზღაურდება
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა უფასოა.
„სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდნენ და შესაძლებელი იყო მათი ბინაზე მკურნალობა, თუმცა, კლინიკების სუბიექტური დამოკიდებულების გამო, მათ სტაციონარში ტოვებდნენ“, – განაცხადა აზარაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სტაბილური ეპიდვითარებაა და კოვიდ-ინფიცირებულების მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება. ასევე მინიმალურია იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ.
ამასთან, შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც კორონავირუსის ახალ შტამთან არის დაკავშირებული, მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, აღნიშნა მინისტრმა.
საქართველო კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში ფიქსირდებოდა 500-600 ახალი შემთხვევა, ხოლო გასულ კვირაში 7.812 შემთხვევა გამოვლინდა.
მიუხედავად კორონავირუსის მომატებული შემთხვევებისა, კლინიკებზე დატვირთვა არ გაზრდილა იმის გათვალისწინებით, რომ „ომიკრონის“ ახალი შტამი არის მსუბუქი და მოქალაქეების უმეტესობა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი
В.А.5 – აღნიშნული ქვეტიპით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებული, ისე კოვიდ-გადატანილი პირები.
სპეციალისტების განცხადებით, ინფექციის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების არარსებობა, მათ შორის ნიღბის ტარების რეჟიმის გაუქმება.
ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მორიგ ფაზაში ოქტომბერში შევა.