გია ყანჩელის „სევდის ანგელოზები“ - ბათუმში „სიჩუმის მაესტროს“ ცხოვრებაზე ფილმს აჩვენებენ

© courtesy of Vivacelloგია ყანჩელი
გია ყანჩელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
ფილმის სახელწოდება „სევდის ანგელოზები“, რომელშიც კომპოზიტორის ახლო მეგობრები და ერთგული კოლეგები არიან გადაღებული, ყანჩელის ამავე სახელწოდების ნაწარმოებიდან არის აღებული.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ 10 აგვისტოს გაიმართება დოკუმენტური ფილმი „სევდის ანგელოზების“ ჩვენება, რომელიც გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.
ფილმის ჩვენებას დაესწრებიან ყანჩელის უმცროსი მეგობრები ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ბექა გოჩიაშვილი და სხვ.
ფილმის სახელწოდება „სევდის ანგელოზები“ ყანჩელის ამავე სახელწოდების ნაწარმოებიდან არის აღებული.
რეჟისორ თეონა ჯორბენაძის ფილმში, რომლის გადაღებები ერთი წელი გაგრძელდა, შევიდა ფრაგმენტები კომპოზიტორის საიუბილეო საკონცერტო ტურნედან, რომელიც 2015 წელს გაიმართა. ფილმი გადაღებულია ბერლინში, ბრიუსელში, ანტვერპენსა და ბაქოში.
„როგორი იყო მაესტროს ცხოვრების გზა, კადრები, რომლებიც არასოდეს გინახავთ, ისტორიები, რომლებიც არასდროს მოგისმენიათ. მაყურებელი ასევე აღმოაჩენს, რომ გია ყანჩელი საკუთარი მუსიკის შესახებ შექმნილი კრიტიკული წერილების უნიკალურ კოლექციასაც ინახავდა, ერთ-ერთ მათგანს ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი გაგვაცნობს“, – აცხადებს ფილმის ავტორი.
© photo: Kancheli Music / FBგია ყანჩელი
Грузинский композитор Гия Канчели - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გია ყანჩელი
ფილმში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი ხელოვანები, როგორიც არიან რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, რეზო გაბრიაძე, ნინო ანანიაშვილი, გიდონ კრემერი, ელდარ შენგელაია, სანდრო ყანჩელი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი.
„სიჩუმის მაესტრო“ გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ. რობერტ სტურუასთან ერთად მუშაობდა სპექტაკლებზე „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „ჰამლეტი" და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0