მეტი გოლის მოლოდინში! - „ნაპოლიში" პენალტებს კვარაცხელია შეასრულებს

© FC Rubinხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
გამოწერა
როგორც ჩანს, კლუბიდან ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ კვარაცხელია მის ფუნქციებს სრულად შეითავსებს.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის" რიგებში თერთმეტმეტრიანების პირველი შემსრულებელი იქნება. ინფორმაცია გაზეთ Il Roma-ს ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ Tele A-სთან ინტერვიუში გაავრცელა.
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, „ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის 21 წლის ქართველი ფეხბურთელის ძალიან ეიმედება და ლორენცო ინსინიეს კლუბიდან წასვლის შემდეგ მის ფუნქციებს სრულად კვარაცხელიას გადააბარებს.

„კვარაცხელია საინტერესო პროფილის ფეხბურთელია, რომელმაც პირველ შეკრებაზევე წარმოაჩინა კარგი თვისებები. სპალეტი მასზე დიდ ფსონს დებს. როგორც ვიცი, „ნაპოლის" ახალი პენალტისტი სწორედ კვარაცხელია იქნება. შესაბამისად, ქართველი გარემარბი დაიკავებს ლორენცო ინსინიეს ადგილს, გადაწყვეტილება თავად „აძურის" მთავარმა მწვრთნელმა მიიღო", – აღნიშნა ჟურნალისტმა.

ქართველი ფეხბურთელი იტალიურ „ნაპოლის" ბათუმის „დინამოდან" შეუერთდა. კვარაცხელიამ „აძურისთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბში 77-ნომრიან მაისურს მოირგებს. იტალიური კლუბის პირველ შეკრებაზე ჩატარებულ ორ ამხანაგურ შეხვედრაში ხვიჩამ სამი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
კვარა-შოუ! ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის" პირველივე მატჩში გაიბრწყინა>>
აღსანიშნავია, რომ სპალეტის გუნდმა დი მაროდან უკვე ორი დღეა კასტელ დი სანგროში გადაინაცვლა, სადაც 6 აგვისტომდე დარჩება და ოთხ ტესტ-მატჩს ჩაატარებს: „ადანა დემირსპორთან" (27 ივლისი), „მალიორკასთან" (31 ივლისი), „ჟირონასთან" (3 აგვისტო) და „ესპანიოლთან" (6 აგვისტო).
უნდა აღინიშნოს, რომ სერია A-ს პირველი ტური 14 აგვისტოს გაიმართება, ამ დღეს „ნაპოლი" სტუმრად „ვერონას" დაუპირისპირდება.
ყველა ახალი ამბავი
0