კვარა-შოუ! ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის" პირველივე მატჩში გაიბრწყინა

© AP Photo / Zurab Tsertsvadzeხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ ტაიმში გატანილი ოთხი გოლიდან სამში მონაწილეობა მიიღო. „ნაპოლი" შემდეგ ტესტ-მატჩს „პერუჯას" წინააღმდეგ გამართავს.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. იტალიურ „ნაპოლიში" ახალგაზრდა ქართველი ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას არაოფიციალური დებიუტი შედგა. კვარაცხელია სამოყვარულო კლუბ „ანაუნესთან" ორი გოლითა და ერთი ასისტით გამოირჩა.
ლუჩანო სპალეტიმ 21 წლის ქართველი შემტევი სასტარტო თერთმეტეულში დააყენა. კვარაცხელიამ უკვე მატჩის მე-5 წუთზე საჯარიმოში ორი მეტოქე მოატყუა და ფაქტიურად ცარიელ კარში კოსოვოელ მცველ ამირ რაჰმანის გაატანინა.
შეხვედრის 26-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა უკვე თავად გაიტანა. 21 წლის შემტევმა ანდრეა პეტანიას პასით ისარგებლა და ერთი შეხებით ეფექტური გოლი გაიტანა. ხვიჩა მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში გუნდის აშკარა ლიდერი იყო, რაც 38-ე წუთზე გატანილი მეორე გოლით დაამტკიცა. ახალგაზრდა შემტევი მეკარესთან პირისპირ დარჩა, „ანაუნეს" გოლკიპერს ბურთი თავზე გადაუგდო და დუბლი გაიფორმა.
„ნაპოლიმ" პირველი ნახევარი 4:0 მოიგო. შესვენებაზე ლუჩანო სპალეტიმ 8 ფეხბურთელი შეცვალა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც. „ნაპოლიმ“ მეორე ტაიმში კიდევ 6 გოლი გაიტანა და საბოლოოდ მეტოქე 10:0 დაამარცხა.
კვარაცხელიას პირველი გოლი „ნაპოლიში“ - ჯერჯერობით ვარჯიშზე>>
ნაპოლი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 17 ივლისს სერია B-ში მოასპარეზე „პერუჯასთან" გამართავს, ხოლო შემდეგ კიდევ 4 ტესტ-მატჩი აქვს დაგეგმილი: „ადანა დემირსპორთან" (27 ივლისი), „მალიორკასთან" (31 ივლისი), „ჟირონასთან" (3 აგვისტო) და „ესპანიოლთან" (6 აგვისტო).
აღსანიშნავია, რომ სერია A-ს პირველი ტური 14 აგვისტოს გაიმართება, ამ დღეს „ნაპოლი" სტუმრად „ვერონას" დაუპირისპირდება.
ყველა ახალი ამბავი
0