https://sputnik-georgia.com/20220710/kvaracxelias-pirveli-goli-napolisi-jerjerobit-varjisze-268367750.html
კვარაცხელიას პირველი გოლი „ნაპოლიში“ - ჯერჯერობით ვარჯიშზე
კვარაცხელიას პირველი გოლი „ნაპოლიში“ - ჯერჯერობით ვარჯიშზე
Sputnik საქართველო
ვარჯიშს „ნაპოლის“ უამრავი გულშემატკივარი ესწრებოდა. უპირველესად ხვიჩა კვარაცხელიასადმი მაღალი ინტერესის გამო.
2022-07-10T12:40+0400
2022-07-10T12:40+0400
2022-07-10T12:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0c/251705262_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_b3b5a27cf24ce3d4801107242c56d1b3.jpg
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ კლუბში - „ნაპოლიში“ უკვე გამოიჩინა თავი - 21 წლის ქართველი ნახევარმცველი ვარჯიშის დროს ერთი გოლის და საგოლე პასის ავტორიც გახდა, წერს გამოცემა Corriere dello Sport.ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში 5 ივლისს გაემგზავრა და ერთ-ერთ გამორჩეულ იტალიურ საფეხბურთო კლუბს შეუერთდა. კლუბის ოფიციალური გვერდი 21 წლის ფეხბურთელს უკვე მიესალმა და წარმატებებიც უსურვა. კვარაცხელიას პირველი ვარჯიში 7 ივლისს შედგა.როგორც გამოცემა წერს, ვარჯიშის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ ფეხბურთელები ორ გუნდად გაყო - „ყვითლებად“ და „ლურჯებად“.როგორც ავტორი აღნიშნავს, ვარჯიშს „ნაპოლის“ უამრავი გულშემატკივარი ესწრებოდა. უპირველესად ხვიჩა კვარაცხელიასადმი მაღალი ინტერესის გამო.„ყველაფერი კარგი თამაშით დამთავრდა – კვარაცხელია თავიდანვე გამორჩეული იყო, გოლისა და ღირებული პასის ავტორი“, - წერს Corriere dello Sport.საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში იასპარეზებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0c/251705262_127:0:2858:2048_1920x0_80_0_0_be391d23014813093d357343788ef431.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ხვიჩა კვარაცხელია პირველი გოლი პასი „ნაპოლი“ ვარჯიში
ხვიჩა კვარაცხელია პირველი გოლი პასი „ნაპოლი“ ვარჯიში
კვარაცხელიას პირველი გოლი „ნაპოლიში“ - ჯერჯერობით ვარჯიშზე
12:40 10.07.2022 (განახლებულია: 12:41 10.07.2022) ვარჯიშს „ნაპოლის“ უამრავი გულშემატკივარი ესწრებოდა. უპირველესად ხვიჩა კვარაცხელიასადმი მაღალი ინტერესის გამო.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ კლუბში - „ნაპოლიში“ უკვე გამოიჩინა თავი - 21 წლის ქართველი ნახევარმცველი ვარჯიშის დროს ერთი გოლის და საგოლე პასის ავტორიც გახდა, წერს გამოცემა Corriere dello Sport.
ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში 5 ივლისს გაემგზავრა და ერთ-ერთ გამორჩეულ იტალიურ საფეხბურთო კლუბს შეუერთდა. კლუბის ოფიციალური გვერდი 21 წლის ფეხბურთელს უკვე მიესალმა და წარმატებებიც უსურვა. კვარაცხელიას პირველი ვარჯიში 7 ივლისს შედგა.
როგორც გამოცემა წერს, ვარჯიშის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ ფეხბურთელები ორ გუნდად გაყო - „ყვითლებად“ და „ლურჯებად“.
„ლურჯების“ პირველი გოლი პეტანიმ პენალტით გაიტანა. შემდეგ ყველაზე ნანატრი მომენტი – კვარაცხელიას გოლი, დრიბლინგი და მეკარის განადგურება, როცა ანგარიში 2:4 გახდა. „ყვითლების“ კიდევ ერთი გოლი ფოლორუნშოს დარტყმით კვარაცხელიას პასით გავიდა, ანგარიში 5:3 გახდა“, - წერს გამოცემა.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ვარჯიშს „ნაპოლის“ უამრავი გულშემატკივარი ესწრებოდა. უპირველესად ხვიჩა კვარაცხელიასადმი მაღალი ინტერესის გამო.
„ყველაფერი კარგი თამაშით დამთავრდა – კვარაცხელია თავიდანვე გამორჩეული იყო, გოლისა და ღირებული პასის ავტორი“, - წერს
Corriere dello Sport.საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში იასპარეზებს.