მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება“: ფონ დერ ლაიენმა ევროპას მზადყოფნისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Grigoriy Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიურსულა ფონ დერ ლაიენი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
გამოწერა
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის, რაც, ადრე თუ გვიან, მაინც მოხდება, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ სააგენტო DPA-სთან ინტერვიუში.

„ამჟამად რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ აწვდის ან საერთოდ არ აწვდის გაზს [ევროკავშირის] 12 წევრ ქვეყანას. ამიტომ ევროპა მზად უნდა იყოს ყველაზე უარესი სცენარისთვის: ადრე თუ გვიან გაზის მიწოდების სრული შეჩერებისთვის“, — აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა

ამასთან ევროკომისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსულ გაზზე ნაკლებად დამოკიდებული ევროპული ქვეყნებიც კი „ვერ აირიდებენ თავიდან მიწოდების შეწყვეტის შედეგებს“, ვინაიდან „ევროკავშირის ეკონომიკები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და გაზის კრიზისი, ამა თუ იმ ფორმით, ყველა წევრ ქვეყანას შეეხება“.
აქედან გამომდინარე, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა რუსულ გაზზე ნაკლებად დამოკიდებულ ქვეყნებს, ეკონომიურად მოიხმარონ გაზი და „გაუნაწილონ ის იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ“.
20 ივლისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ქვეყნებმა სექტემბრისთვის უნდა წარმოადგინონ გეგმები 2023 წლის 31 მარტამდე გაზის მოხმარების 15%-ით ნებაყოფლობითი შემცირების შესახებ.
24 ივლისს კი Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეიმუშავა გეგმა რუსული გაზის მოხმარების შესამცირებლად. პროექტის მიხედვით, შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თითოეული ქვეყნის რუსულ გაზზე დამოკიდებულების ხარისხი და საცავებში არსებული გაზის მოცულობა. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ევროკავშირის ერთიანი ბაზრისთვის კრიტიკული დარგებისთვის და ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ნედლეულის სხვა სახელმწიფოებისთვის მიწოდება არ შეუძლიათ.
წყარო: DPA
ყველა ახალი ამბავი
0