https://sputnik-georgia.com/20220725/tvitmfrinavebis-gatacebis-gegma-268853571.html
რუსეთის უშიშროებამ თვითმფრინავების გატაცების გეგმის შესახებ ჩანაწერები გამოაქვეყნა
რუსეთის უშიშროებამ თვითმფრინავების გატაცების გეგმის შესახებ ჩანაწერები გამოაქვეყნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ), რომლის ცნობითაც უკრაინის დაზვერვა რუსული სამხედრო თვითმფრინავების გატაცებას... 25.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-25T14:33+0400
2022-07-25T14:33+0400
2023-07-20T15:45+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/09/262707499_0:0:3259:1833_1920x0_80_0_0_2a87c18175c124f0dce20db53783dff8.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ), რომლის ცნობითაც უკრაინის დაზვერვა რუსული სამხედრო თვითმფრინავების გატაცებას გეგმავდა და ამაში 2 მილიონი დოლარის გადახდას ჰპირდებოდა პილოტებს, ერთ-ერთ რუს მფრინავსა და უკრაინელ ოფიცერს, სახელად ოლეგს შორის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გამოაქვეყნა.როგორც რუსეთის ФСБ წერს, უკრაინის დაზვერვა რუსი პილოტების გადაბირებას ცდილობდა, რათა მათ ბომბდამშენი Су-24, ზებგერითი გამანადგურებელი Су-34 ან რაკეტმზიდი-ბომბდამშენი Ту-22МЗ გაეტაცებინათ და უკრაინის აეროდრომზე დაესვათ.თვითმფრინავის გატაცების მზადყოფნის დასადასტურებლად კიევი ვიდეოს გაგზავნას ითხოვდა, რომელშიც პილოტს თვითმფრინავის ფონზე გარკვეული ნომერი უნდა ეჩვენებინა, რომელსაც უკრაინის დაზვერვა მიუთითებდა.„აშკარაა, რომ ოპერაცია დასავლური, პირველ რიგში, ბრიტანული სპეცსამსახურების მხარდაჭერით ტარდებოდა“, — განაცხადა რუსეთის ФСБ-ს თანამშრომელმა ტელეკომპანია „როსია 24“-ის ეთერში.როგორც უწყებაში აცხადებენ, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ პროვოკაციის მომზადებისას თავად გასცა თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და აეროდრომების განლაგების სქემა.რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში ამბობენ, რომ დავალების შესრულების შემდეგ თვითმფრინავის შტურმანის „კლოფელინით“ მოწამვლა იგეგმებოდა, რისთვისაც პრეპარატი უკვე გადაიტანეს ვოლგოგრადში. ხოლო პილოტის ოჯახს, რომელიც თვითმფრინავის გატაცებას დაეთანხმებოდა, უკრაინის ხელისუფლება მძევლად აყვანას უპირებდა.ФСБ-ს მტკიცებით, მათ ასევე აქვთ მონაცემები, რომლებიც უკრაინის დაზვერვის გეგმებში გამოცემა Bellingcat-ის მთავარი გამომძიებლის ქრისტო გროზდევის მონაწილეობას ადასტურებს. აღნიშნული გამოცემა რუსეთში „უცხოურ აგენტად“ არის აღიარებული.
https://sputnik-georgia.com/20220725/rusetis-usisroebis-federaluri-samsaxuri-268840681.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/09/262707499_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_f7d41a5264c6e82484a7a2fb7e5abf4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ), რომლის ცნობითაც უკრაინის დაზვერვა რუსული სამხედრო თვითმფრინავების გატაცებას გეგმავდა და ამაში 2 მილიონი დოლარის გადახდას ჰპირდებოდა პილოტებს, ერთ-ერთ რუს მფრინავსა და უკრაინელ ოფიცერს, სახელად ოლეგს შორის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გამოაქვეყნა.
როგორც რუსეთის ФСБ წერს, უკრაინის დაზვერვა რუსი პილოტების გადაბირებას ცდილობდა, რათა მათ ბომბდამშენი Су-24, ზებგერითი გამანადგურებელი Су-34 ან რაკეტმზიდი-ბომბდამშენი Ту-22МЗ გაეტაცებინათ და უკრაინის აეროდრომზე დაესვათ.
„ჩვენ ველოდებით, რომ ფრონტის ხაზზე 50-მდე სიმაღლეზე, ან კიდევ უფრო დაბლა დაეშვებით. ხოლო თუ ზღვრამდე დაეშვებით, საერთოდ სუპერი იქნება... ჩვენ ძალიან ელემენტარულად შევძლებთ ჩვენი გამანადგურებლების მომართვას და თქვენს ჩაჭერას. ისინი გვერდში ამოგიდგებიან და გამოგაცილებენ“, — ამბობს ჩანაწერში უკრაინელი ოფიცერი.
თვითმფრინავის გატაცების მზადყოფნის დასადასტურებლად კიევი ვიდეოს გაგზავნას ითხოვდა, რომელშიც პილოტს თვითმფრინავის ფონზე გარკვეული ნომერი უნდა ეჩვენებინა, რომელსაც უკრაინის დაზვერვა მიუთითებდა.
„აშკარაა, რომ ოპერაცია დასავლური, პირველ რიგში, ბრიტანული სპეცსამსახურების მხარდაჭერით ტარდებოდა“, — განაცხადა რუსეთის ФСБ-ს თანამშრომელმა ტელეკომპანია
„როსია 24“-ის ეთერში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ პროვოკაციის მომზადებისას თავად გასცა თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და აეროდრომების განლაგების სქემა.
რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში ამბობენ, რომ დავალების შესრულების შემდეგ თვითმფრინავის შტურმანის „კლოფელინით“ მოწამვლა იგეგმებოდა, რისთვისაც პრეპარატი უკვე გადაიტანეს ვოლგოგრადში. ხოლო პილოტის ოჯახს, რომელიც თვითმფრინავის გატაცებას დაეთანხმებოდა, უკრაინის ხელისუფლება მძევლად აყვანას უპირებდა.
ФСБ-ს მტკიცებით, მათ ასევე აქვთ მონაცემები, რომლებიც უკრაინის დაზვერვის გეგმებში გამოცემა Bellingcat-ის მთავარი გამომძიებლის ქრისტო გროზდევის მონაწილეობას ადასტურებს. აღნიშნული გამოცემა რუსეთში „უცხოურ აგენტად“ არის აღიარებული.