https://sputnik-georgia.com/20220725/rusetis-usisroebis-federaluri-samsaxuri-268840681.html
ФСБ: უკრაინის დაზვერვა სამხედრო თვითმფრინავების გატაცებას გეგმავდა
ФСБ: უკრაინის დაზვერვა სამხედრო თვითმფრინავების გატაცებას გეგმავდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) აღკვეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია... 25.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-25T11:41+0400
2022-07-25T11:41+0400
2023-07-20T15:45+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/12/251497001_467:148:3077:1616_1920x0_80_0_0_b44a4007713a1d439f98b2828f66a4eb.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) აღკვეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია, რომლის მიზანიც რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების გატაცება იყო, იუწყება „რია ნოვოსტი“ უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.მათი ინფორმაციით, უკრაინულ ოპერაციას „ნატოს სპეცსამსახურები კურირებდნენ“.როგორც უწყებაში აცხადებენ, მათ ხელთ ჩაუვარდათ უკრაინის სამხედრო დაზვერვასა და ერთ-ერთ რუს პილოტს შორის მიმოწერა, საიდანაც ირკვევა, რომ მას 2 მილიონ დოლარს ჰპირდებოდნენ საბრძოლო თვითმფრინავის გატაცებისთვის. ამასთან ავანსად მხოლოდ 4000 დოლარი გადასცეს, რაც, ФСБ-ს განცხადებით, მათ ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერით დასტურდება.უწყების ინფორმაციით, უკვე დადგენილია უკრაინული სპეცსამსახურების ყველა თანამშრომლის ვინაობა, ვინც ამ ოპერაციაში იყო ჩართული.უკრაინულ მხარესა და ნატოს აღნიშნულთან დაკაშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/12/251497001_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_7d149a472d585ef8bf83d736def993b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
ФСБ: უკრაინის დაზვერვა სამხედრო თვითმფრინავების გატაცებას გეგმავდა
11:41 25.07.2022 (განახლებულია: 15:45 20.07.2023) თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) აღკვეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია, რომლის მიზანიც რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების გატაცება იყო,
იუწყება „რია ნოვოსტი“ უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მათი ინფორმაციით, უკრაინულ ოპერაციას „ნატოს სპეცსამსახურები კურირებდნენ“.
„მოქმედებდნენ რა თავისი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სახელით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები ცდილობდნენ გადაებირებინათ რუსი სამხედრო მფრინავები ფულადი ჯილდოსა და ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გარანტიით, და დაერწმუნებინათ ისინი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად აეროდრომებზე დაესვათ თვითმფრინავები“, — ნათქვამია ФСБ-ს განცხადებაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მათ ხელთ ჩაუვარდათ უკრაინის სამხედრო დაზვერვასა და ერთ-ერთ რუს პილოტს შორის მიმოწერა, საიდანაც ირკვევა, რომ მას 2 მილიონ დოლარს ჰპირდებოდნენ საბრძოლო თვითმფრინავის გატაცებისთვის. ამასთან ავანსად მხოლოდ 4000 დოლარი გადასცეს, რაც, ФСБ-ს განცხადებით, მათ ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერით დასტურდება.
უწყების ინფორმაციით, უკვე დადგენილია უკრაინული სპეცსამსახურების ყველა თანამშრომლის ვინაობა, ვინც ამ ოპერაციაში იყო ჩართული.
უკრაინულ მხარესა და ნატოს აღნიშნულთან დაკაშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.