https://sputnik-georgia.com/20220725/qartveli-deputatebi-keli-degnans-mimartaven-268860396.html
ომის რიტორიკას არ ემიჯნებით - ქართველი დეპუტატები კელი დეგნანს მიმართავენ
ომის რიტორიკას არ ემიჯნებით - ქართველი დეპუტატები კელი დეგნანს მიმართავენ
Sputnik საქართველო
ქართველმა დეპუტატებმა აშშ-ის ელჩს ბრალი დასდეს საომარი რიტორიკის მხარდაჭერაში, უფრო მეტიც, წახალისებაში. 25.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-25T19:16+0400
2022-07-25T19:16+0400
2022-07-25T21:19+0400
აშშ
საქართველო
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252286239_0:24:1500:868_1920x0_80_0_0_505cbe135c99d756c84d348b12a7e606.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიმართ კიდევ ერთი ღია წერილი გამოაქვეყნეს – მკაცრად კრიტიკული.როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანი იყო, არ დაეშვათ ქართულ საზოგადოებაში ეჭვები იმის შესახებ, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მიზანი, შესაძლოა, ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა – უკრაინის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ელოდებოდნენ პასუხს კითხვაზე, ემიჯნება თუ არა ელჩი ქართველი რადიკალების, მათი უცხოელი ლობისტებისა და უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების რიტორიკას, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ არის მიმართული.ამის დასტურად დეპუტატებმა დაასახელეს დეგნანის დემონსტრაციული შეხვედრა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ბომბების ცეცხლი ურჩევნია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე უარს.ამასთან დეპუტატებმა ივარაუდეს, რომ ამერიკის ელჩი მალე შეხვდება აშშ-დან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელ ეკა გიგაურს, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს არ ეყოფა ძალა რამდენიმე ფრონტისთვის და ამიტომ საქართველომ „შესაძლებლობების ფანჯარა“ უნდა გამოიყენოს.კელი დეგნანი დეპუტატის ბრალდებებზე: არასდროს მიცდია ივანიშვილის დაშანტაჟება>>გარდა ამისა, დეპუტატებმა „ნიშანდობლივი“ უწოდეს დეგნანის განცხადებას: „მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ“.„ომის რიტორიკის ღია მხარდაჭერის ფონზე ეს ფრაზა საბოლოოდ ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რადიკალების მიერ წარმოებული კამპანიის მხარდაჭერა არა თქვენი პოლიტიკური სუბიექტივიზმის, არამედ წინასწარ მოფიქრებული გეგმის გამოხატულებაა“, – ნათქვამია ღია წერილში.რადიკალებად დეპუტატებმა მოიხსენიეს მათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი და სხვ.ზეწოლა არ ყოფილა - კელი დეგნანი მოსამართლე ჩხიკვაძის სკანდალურ განცხადებაზე>>უკრაინელ პოლიტიკოსებზე საუბრისას ქართველი დეპუტატებმა ახსენეს პრეზიდენტ ზელენსკის მთავარი ოფისის ხელმძღვანელი ალექსეი არესტოვიჩი, ზელენსკის ოფისის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი და სხვები.დეპუტატებმა ასევე გააკეთეს კომენტარი კელი დეგნანის რეაქციაზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განაჩენის გამოტანის შემდეგ მას აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი შეხვდა.მოსამართლის თქმით, ბურკმა მას განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი, განსაკუთრებით იმით, თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძემ ეს შეაფასა, როგორ ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა. უფრო მეტიც, ბურკმა მას აცნობა, რომ აშშ-ში მისი დაგეგმილი გამგზავრება გაუქმებულია.საკამათო საკითხებს განვიხილავთ პირადად და საჯაროდ - კელი დეგნანი მოსამართლის განცხადებაზე>>აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ და საქართველო კარგი მეგობრები არიან, უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში საკითხებს განიხილავენ როგორც პირისპირ საუბრისას, ისე საჯარო გამოსვლების დროს. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ ცდილობს გავლენის მოხდენას სასამართლოზე.„თქვენ ეს ფაქტი არც უარყავით და არც შეაფასეთ, რამაც საბოლოოდ გაგვიმყარა რწმენა, რომ ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო შემდეგ მოსამართლეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა და თქვენ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ესოდენ უხეში ჩარევა ნორმად გინდათ წარმოგვიჩინოთ“, – ნათქვამია დეპუტატების ღია წერილში.
აშშ
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252286239_108:26:1231:868_1920x0_80_0_0_68158514d3ad55bdd6b2f38d961afb67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , საქართველო, პოლიტიკა, ახალი ამბები
აშშ , საქართველო, პოლიტიკა, ახალი ამბები
ომის რიტორიკას არ ემიჯნებით - ქართველი დეპუტატები კელი დეგნანს მიმართავენ
19:16 25.07.2022 (განახლებულია: 21:19 25.07.2022) ქართველმა დეპუტატებმა აშშ-ის ელჩს ბრალი დასდეს საომარი რიტორიკის მხარდაჭერაში, უფრო მეტიც, წახალისებაში.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიმართ კიდევ ერთი ღია წერილი გამოაქვეყნეს – მკაცრად კრიტიკული.
„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენ მიერ კითხვების დასმის მიზანი არა აშშ-ზე თავდასხმა, არამედ სწორედ მისი დადებითი იმიჯისა და რეპუტაციის დაცვა გახლდათ“, – წერია სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წერილში.
როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანი იყო, არ დაეშვათ ქართულ საზოგადოებაში ეჭვები იმის შესახებ, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მიზანი, შესაძლოა, ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა – უკრაინის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ელოდებოდნენ პასუხს კითხვაზე, ემიჯნება თუ არა ელჩი ქართველი რადიკალების, მათი უცხოელი ლობისტებისა და უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების რიტორიკას, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ არის მიმართული.
„შეკითხვაზე პასუხის არგაცემით თქვენ დაგვიტოვეთ ერთადერთი დასკვნის გამოტანის საშუალება, რომ ომის რიტორიკას არათუ არ ემიჯნებით, არამედ მისი წახალისება თქვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა“, – ნათქვამია წერილში.
ამის დასტურად დეპუტატებმა დაასახელეს დეგნანის დემონსტრაციული შეხვედრა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ბომბების ცეცხლი ურჩევნია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე უარს.
ამასთან დეპუტატებმა ივარაუდეს, რომ ამერიკის ელჩი მალე შეხვდება აშშ-დან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელ ეკა გიგაურს, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს არ ეყოფა ძალა რამდენიმე ფრონტისთვის და ამიტომ საქართველომ „შესაძლებლობების ფანჯარა“ უნდა გამოიყენოს.
გარდა ამისა, დეპუტატებმა „ნიშანდობლივი“ უწოდეს დეგნანის განცხადებას: „მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ“.
„ომის რიტორიკის ღია მხარდაჭერის ფონზე ეს ფრაზა საბოლოოდ ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რადიკალების მიერ წარმოებული კამპანიის მხარდაჭერა არა თქვენი პოლიტიკური სუბიექტივიზმის, არამედ წინასწარ მოფიქრებული გეგმის გამოხატულებაა“, – ნათქვამია ღია წერილში.
რადიკალებად დეპუტატებმა მოიხსენიეს მათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი და სხვ.
უკრაინელ პოლიტიკოსებზე საუბრისას ქართველი დეპუტატებმა ახსენეს პრეზიდენტ ზელენსკის მთავარი ოფისის ხელმძღვანელი ალექსეი არესტოვიჩი, ზელენსკის ოფისის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი და სხვები.
დეპუტატებმა ასევე გააკეთეს კომენტარი კელი დეგნანის რეაქციაზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განაჩენის გამოტანის შემდეგ მას აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი შეხვდა.
მოსამართლის თქმით, ბურკმა მას განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი, განსაკუთრებით იმით, თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძემ ეს შეაფასა, როგორ ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა. უფრო მეტიც, ბურკმა მას აცნობა, რომ აშშ-ში მისი დაგეგმილი გამგზავრება გაუქმებულია.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ და საქართველო კარგი მეგობრები არიან, უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში საკითხებს განიხილავენ როგორც პირისპირ საუბრისას, ისე საჯარო გამოსვლების დროს. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ ცდილობს გავლენის მოხდენას სასამართლოზე.
„თქვენ ეს ფაქტი არც უარყავით და არც შეაფასეთ, რამაც საბოლოოდ გაგვიმყარა რწმენა, რომ ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო შემდეგ მოსამართლეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა და თქვენ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ესოდენ უხეში ჩარევა ნორმად გინდათ წარმოგვიჩინოთ“, – ნათქვამია დეპუტატების ღია წერილში.