https://sputnik-georgia.com/20220722/degnani-ivanishvilis-dashantajeba-arasdros-micdia-268774464.html
კელი დეგნანი დეპუტატის ბრალდებებზე: არასდროს მიცდია ივანიშვილის დაშანტაჟება
კელი დეგნანი დეპუტატის ბრალდებებზე: არასდროს მიცდია ივანიშვილის დაშანტაჟება
Sputnik საქართველო
ამერიკელმა დიპლომატმა დეპუტატ ყაველაშვილის სკანდალურ განცხადებებს უპასუხა. 22.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-22T15:22+0400
2022-07-22T15:22+0400
2022-07-22T17:49+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259251097_0:178:1712:1141_1920x0_80_0_0_2ddd630e8937d4e684186e5725827bde.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ იგი დიდი ხანია არ შეხვედრია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და არანაირი ზეწოლა მასზე არ განუხორციელებია.მანამდე პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დეგნანი ივანიშვილს შეხვდა და მისგან „რაღაც მოითხოვა“.ყაველაშვილი ვარაუდობს, რომ წაყენებული მოთხოვნების ფონზე ივანიშვილს შეიძლება აშანტაჟებდნენ. ამასთან დეპუტატმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან უკვე წავიდა და არაფერში ერევა. სხვა მოსაზრება აქვს ოპოზიციას, ასევე ევროპარლამენტის დიდ ნაწილს, რომლებმაც 9 ივნისს ხმა მისცეს საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციას.დიპლომატის თქმით, ივანიშვილთან გამართულ არცერთ შეხვედრას ყაველაშვილი არასდროს დასწრებია. უფრო მეტიც, დეგნანი დეპუტატს პირადად არც იცნობს.„პარლამენტის ამ წევრს, რომელიც რამე ინფორმაციაზე დაყრდნობის გარეშე საუბრობს ამ თემაზე, პირადად არ ვიცნობ. არ მესმის, თუ რატომ აკეთებს იგი ასეთ განცხადებებს, რადგან ის ნამდვილად არ ყოფილა არცერთ ჩემ შეხვედრაზე ბატონ ივანიშვილთან“, – განაცხადა დეგნანმა.ივანიშვილი დუმილს დაარღვევს?დეგნანის გარდა ყაველაშვილმა ივანიშვილსაც მიმართა – რომ მან დაარღვიოს დუმილი და კომენტარი გააკეთოს მის მიმართ ბრალდებებზე.9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელშიც სხვა პუნქტებთან ერთად საუბარია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე. დოკუმენტის თანახმად, ივანიშვილი ერთადერთი ოლიგარქია საქართველოში, რომელსაც კრემლთან პირადი და საქმიანი კავშირები აქვს, რაც განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან დაკავშირებით.მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტი ფეიკების მსხვერპლი გახდა, და რომ ივანიშვილი ხელისუფლების მუშაობაში არ ერევა. რაც შეეხება სანქციებს, ხელისუფლებაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ქვეყნის სანქციებს არ აწესებენ, რადგან ეს მხოლოდ საქართველოს დააზარალებს.პირველი შეხვედრა დეოლიგარქიზაციის საკითხზე - დეპუტატებმა მოსაზრებები გაცვალეს>>>უფრო ადრე ყაველაშვილმა სინანულით აღნიშნა, რომ აშშ-ის ელჩი არ განუდგა დიპლომატიური მისიის ყოფილი ხელმძღვანელის უილიამ კორტნის განცხადებას, რომელმაც ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯი გაიმეორა. ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ თავად დეგნანი ადრე ივანიშვილს ფილანტროპს უწოდებდა.ყაველაშვილის დეგნანისადმი ღია წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკელ დიპლომატს თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია უკრაინის ხელისუფლების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს პირდაპირ მოუწოდებდნენ ომში ჩართვისკენ.მისი თქმით, დეგნანს კომენტარი არ გაუკეთებია არც ქართველი „პროამერიკელი“ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ომის რიტორიკაზე. ელჩი არ განერიდა ასევე აშშ-დან დაფინანსებული ადამიანების განცხადებას, რომლებიც უკრაინის მოვლენების ფონზე საქართველოს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქართველმა ხალხმა მიმდინარე მოვლენები შეიძლება აღიქვას, როგორც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა ამერიკის მხრიდან. და ამ ყველაფერს არსებითი ზიანის მიყენება შეუძლია აშშ-ის იმიჯისთვის საქართველოში, თუ ელჩი არსებულ საკითხებზე მკაფიო პასუხებს არ გასცემს.ყაველაშვილმა მმართველი პარტიის რიგები ცოტა ხნის წინ დატოვა, რათა, როგორც თავად განმარტა, თავისუფლად ილაპარაკოს მიმდინარე მოვლენებზე.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259251097_0:167:1298:1141_1920x0_80_0_0_54494f824c07ae7e17cfdc8b73808ba5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები
კელი დეგნანი დეპუტატის ბრალდებებზე: არასდროს მიცდია ივანიშვილის დაშანტაჟება
15:22 22.07.2022 (განახლებულია: 17:49 22.07.2022) ამერიკელმა დიპლომატმა დეპუტატ ყაველაშვილის სკანდალურ განცხადებებს უპასუხა.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ იგი დიდი ხანია არ შეხვედრია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და არანაირი ზეწოლა მასზე არ განუხორციელებია.
მანამდე პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დეგნანი ივანიშვილს შეხვდა და მისგან „რაღაც მოითხოვა“.
ყაველაშვილი ვარაუდობს, რომ წაყენებული მოთხოვნების ფონზე ივანიშვილს შეიძლება აშანტაჟებდნენ. ამასთან დეპუტატმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან უკვე წავიდა და არაფერში ერევა. სხვა მოსაზრება აქვს ოპოზიციას, ასევე ევროპარლამენტის დიდ ნაწილს, რომლებმაც 9 ივნისს ხმა მისცეს საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციას.
„ბოლო 2,5 წლის განმავლობაში, რაც საქართველოში ვარ, რამდენი შეხვედრაც მქონდა ბიძინა ივანიშვილთან, იმდენჯერ დავაფიქსირე აშშ-ის სრული მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი. ასევე დავაფიქსირე ქვეყნის მთავრობასთან ერთად საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ჩვენი მუშაობის სურვილი. არცერთ ასეთ შეხვედრაზე მე მასზე ჟანტაჟი არასდროს განმიხორციელებია, ეს არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა დეგნანმა.
დიპლომატის თქმით, ივანიშვილთან გამართულ არცერთ შეხვედრას ყაველაშვილი არასდროს დასწრებია. უფრო მეტიც, დეგნანი დეპუტატს პირადად არც იცნობს.
„პარლამენტის ამ წევრს, რომელიც რამე ინფორმაციაზე დაყრდნობის გარეშე საუბრობს ამ თემაზე, პირადად არ ვიცნობ. არ მესმის, თუ რატომ აკეთებს იგი ასეთ განცხადებებს, რადგან ის ნამდვილად არ ყოფილა არცერთ ჩემ შეხვედრაზე ბატონ ივანიშვილთან“, – განაცხადა დეგნანმა.
ივანიშვილი დუმილს დაარღვევს?
დეგნანის გარდა ყაველაშვილმა ივანიშვილსაც მიმართა – რომ მან დაარღვიოს დუმილი და კომენტარი გააკეთოს მის მიმართ ბრალდებებზე.
9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელშიც სხვა პუნქტებთან ერთად საუბარია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე. დოკუმენტის თანახმად, ივანიშვილი ერთადერთი ოლიგარქია საქართველოში, რომელსაც კრემლთან პირადი და საქმიანი კავშირები აქვს, რაც განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან დაკავშირებით.
მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტი ფეიკების მსხვერპლი გახდა, და რომ ივანიშვილი ხელისუფლების მუშაობაში არ ერევა. რაც შეეხება სანქციებს, ხელისუფლებაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ქვეყნის სანქციებს არ აწესებენ, რადგან ეს მხოლოდ საქართველოს დააზარალებს.
უფრო ადრე ყაველაშვილმა სინანულით აღნიშნა, რომ აშშ-ის ელჩი არ განუდგა დიპლომატიური მისიის ყოფილი ხელმძღვანელის უილიამ კორტნის განცხადებას, რომელმაც ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯი გაიმეორა. ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ თავად დეგნანი ადრე ივანიშვილს ფილანტროპს უწოდებდა.
ყაველაშვილის დეგნანისადმი ღია წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკელ დიპლომატს თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია უკრაინის ხელისუფლების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს პირდაპირ მოუწოდებდნენ ომში ჩართვისკენ.
მისი თქმით, დეგნანს კომენტარი არ გაუკეთებია არც ქართველი „პროამერიკელი“ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ომის რიტორიკაზე. ელჩი არ განერიდა ასევე აშშ-დან დაფინანსებული ადამიანების განცხადებას, რომლებიც უკრაინის მოვლენების ფონზე საქართველოს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქართველმა ხალხმა მიმდინარე მოვლენები შეიძლება აღიქვას, როგორც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა ამერიკის მხრიდან. და ამ ყველაფერს არსებითი ზიანის მიყენება შეუძლია აშშ-ის იმიჯისთვის საქართველოში, თუ ელჩი არსებულ საკითხებზე მკაფიო პასუხებს არ გასცემს.
ყაველაშვილმა მმართველი პარტიის რიგები ცოტა ხნის წინ დატოვა, რათა, როგორც თავად განმარტა, თავისუფლად ილაპარაკოს მიმდინარე მოვლენებზე.