https://sputnik-georgia.com/20220725/ministri-saqartvelo-sanqcirebul-navtobs-ar-kidulobs-268861346.html
მინისტრი: საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს
მინისტრი: საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს
Sputnik საქართველო
საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ამ კუთხით ქვეყნის მიმართ არცერთი შენიშვნა არ არსებობს, აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 25.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-25T19:50+0400
2022-07-25T19:50+0400
2022-07-25T21:26+0400
საქართველო
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/61/248546100_0:155:2048:1307_1920x0_80_0_0_296f7896bd837aec3d40e2b2e28d9604.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველო იცავს წესებს და სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს არ ყიდულობს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებების საპასუხოდ.დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ კომპანიებს Wissol Group-ს, Aragvi Impex-ს და Lukoil-ს ქვეყანაში სანქცირებული ნავთობპროდუქტები შემოაქვთ. დეპუტატის თქმით, ამ დროისათვის საქართველოში რუსეთი ნომერ პირველი ნავთობ-იმპორტიორია, მაშინ როცა არსებობს ალტერნატიული ბაზრები – რუმინეთის, ბულგარეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის.მისი თქმით, საქართველოში კერძო კომერციული კომპანიები გადაწყვეტილებას არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით იღებენ.„მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით, ამ კუთხით არცერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ არ არსებობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.როგორც მან აღნიშნა, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ექსპერტებმა საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, მათ შორის, საბაჟო სტრუქტურების თანამშრომლებს განუმარტეს, თუ როგორ უნდა მოხდეს სანქციების დაცვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/61/248546100_119:121:1760:1352_1920x0_80_0_0_274fcbabb46028204da6d34fd6735a71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საზოგადოება
მინისტრი: საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს
19:50 25.07.2022 (განახლებულია: 21:26 25.07.2022) საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ამ კუთხით ქვეყნის მიმართ არცერთი შენიშვნა არ არსებობს, აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველო იცავს წესებს და სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს არ ყიდულობს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებების საპასუხოდ.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ კომპანიებს Wissol Group-ს, Aragvi Impex-ს და Lukoil-ს ქვეყანაში სანქცირებული ნავთობპროდუქტები შემოაქვთ. დეპუტატის თქმით, ამ დროისათვის საქართველოში რუსეთი ნომერ პირველი ნავთობ-იმპორტიორია, მაშინ როცა არსებობს ალტერნატიული ბაზრები – რუმინეთის, ბულგარეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის.
„კონკრეტულად ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი სანქცირებული არ არის. ასეთივე ნავთობს ევროპის და საერთაშორისო თანამეგობრობის ბევრი ქვეყანა ყიდულობს“, – განაცხადა დავითაშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოში კერძო კომერციული კომპანიები გადაწყვეტილებას არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით იღებენ.
„მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით, ამ კუთხით არცერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ არ არსებობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ექსპერტებმა საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, მათ შორის, საბაჟო სტრუქტურების თანამშრომლებს განუმარტეს, თუ როგორ უნდა მოხდეს სანქციების დაცვა.