მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ისრაელი რუსეთში „სოხნუთის“ოფისების დახურვას პოლიტიკური ზომებით უპასუხებს

© AP Photo / Sebastian Scheinerისრაელის სახელმწიფო დროშა
ისრაელის სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
გამოწერა
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მოამზადოს მთელი რიგი პოლიტიკური ზომები, რომლებიც ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ რუსეთში ებრაული სააგენტო „სოხნუთის“ საქმიანობა შეწყდება, წერს გაზეთი Israel Hayom-ი სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.
ებრაული სააგენტო „სოხნუთის“ ოფისების დახურვის მიზეზები, რომელიც თანამემამულეებს ისრაელში რეპატრიაციაში ეხმარება, მოსკოვს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ზოგი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ეს, შესაძლოა, „რუსული სპეცოპერაციის“ მიმართ ისრაელის პოზიციას უკავშირდებოდეს.
პოლიტიკური წყაროს ცნობით, ისრაელის დელეგაცია შაბათს უნდა გაფრენილიყო მოსკოვში, რათა რუსეთის მთავრობა ებრაული სააგენტოს წინააღმდეგ ქმედებების შეწყვეტაში დაერწმუნებინა. თუმცა ვიზიტი ვერ შედგა, ვინაიდან რუსეთს ჯერაც არ დაუდასტურებია მათთვის ვიზები.
როგორც ვარაუდობენ, ლაპიდი, რომელიც იმავდროულად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიცაა, უახლოეს დღეებში მოსკოვის საწინააღმდეგო ძალისხმევების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. იერუსალიმში მიაჩნიათ, რომ შეტევა და პასუხის მოთხოვნა ერთადერთი ეფექტური მეთოდია მოსკოვის წინააღმდეგ.
მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ ისრაელი აქტიურ, თუმცა ფრთხილ მიდგომას აირჩევს, ვინაიდან რუსეთს შეუძლია „ცახალს“ მოქმედებების თავისუფლება შეუზღუდოს სირიაში. უფრო მეტიც, ზოგიერთები შიშობენ, რომ მოსკოვი ირანს მოწინავე რაკეტებს გადასცემს, წერს გაზეთი.
მანამდე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ებრაული სააგენტო „სოხნუთის“ ლიკვიდაცია მოითხოვა. როგორც სასამართლოში განმარტეს, სარჩელი ორგანიზაციის მიერ რუსეთის კანონმდებლობის დარღვევას უკავშირდება. იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ „სოხნუთის“ ოფისების დახურვა გავლენას მოახდენს რუსეთ-ისრაელის ურთიერთობებზე.
ყველა ახალი ამბავი
0