მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთის მოსახლეობა სწრაფად მცირდება: ქვეყნდება ახალი მონაცემები

© AP Photo / Andy Wongპეკინი კორონავირუსის პანდემიის დროს
პეკინი კორონავირუსის პანდემიის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
გამოწერა
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ჩინეთის მოსახლეობის მატების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა და, სავარაუდოდ, 2025 წლამდე შემცირებას დაიწყებს, იუწყება Global Times-ი ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მოსახლეობისა და ოჯახის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელზე იან ვენჩჟუანზე დაყრდნობით.
კვირას გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში ახალშობილთა რიცხვი 2021 წელს ყველაზე დაბალი იყო ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.
მაგალითად, ჰუნანის პროვინციაში, პირველად ბოლო 60 წლის განმავლობაში, ახალშობილთა რაოდენობა 500.000-ზე ნაკლები იყო. მილიონზე მეტი ბავშვი მხოლოდ პროვინცია გუანდუნში დაიბადა.
გამოცემის ცნობით, ჩინეთი მოსახლეობის ბუნებრივი და სწრაფი შემცირების შესაჩერებლად იბრძვის. პრობლემა ისაა, რომ ბევრი ახალგაზრდა ოჯახი უარს ამბობს შვილების გაჩენაზე რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის, გაძვირებული ცხოვრების, ასევე სამსახურებში გაზრდილი წნეხის გამო.
ცნობილია, რომ ჩინეთში 1979–2015 წლებში მოქმედებდა კანონი „ერთი ოჯახი – ერთი ბავშვი“, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა შობადობის მაჩვენებელი. გასულ წელს ჩინეთის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამ, რომლის თანახმადაც ქალებს სამი შვილის გაჩენა შეუძლიათ, საქმეს ვერ უშველა. ბევრი ქალი ამბობს, რომ ცვლილება ძალიან დაგვიანებულია, რომ მათ არ აქვთ მყარი გარანტიები არც დასაქმებისა და არც გენდერული თანასწორობის კუთხით.
წყარო: Global Times
ყველა ახალი ამბავი
0