ვინ შეცვლის ჰუბერტ კნირშს საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიგერმანიის დროშა
გერმანიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2022
გამოწერა
პეტერ ფიშერი 2018 წლის ივლისიდან გერმანიის ელჩია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. გერმანელი დიპლომატი პეტერ ფიშერი ჰუბერტ კნირშს საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე შეცვლის. ამის შესახებ ფიშერმა თავად დაწერა.
„რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია გავემგზავრებით თბილისში, სადაც პატივი მექნება, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად. თვალი მიადევნეთ ამ სივრცეს“, – წერს პეტერ ფიშერი „ტვიტერის“ გვერდზე.
პეტერ ფიშერი 2018 წლის ივლისიდან გერმანიის ელჩია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. დიპლომატი ფიშერი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1986 წლიდან მუშაობს.
რაც შეეხება ჰუბერტ კნირშს, ის საქართველოში გერმანიის ელჩად 2018 წელს დაინიშნა.
ყველა ახალი ამბავი
0