„კინო ყველგან“: თბილისში ახალი პროექტი დაიწყო

© Pixabay / PublicDomainPicturesრეტრო კინოკამერა
რეტრო კინოკამერა - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2022
გამოწერა
პროექტის მიზანია - ღია ცის ქვეშ კინოჩვენებების დავიწყებული ტრადიციის აღდგენა
თბილისი, 23 ივლისი– Sputnik. თბილისში, გლდანის რაიონში სტარტი აიღო პროექტმა „კინო ყველგან“ - დედაქალაქის სხვადასხვა ღია სივრცეში მაყურებლებს კინოფილმების ჩვენებებზე ეპატიჟებიან.
პროექტის მიზანი ღია კინოჩვენებების დავიწყებული ტრადიციის აღდგენა და დედაქალაქის ყველა უბანში კულტურული ცხოვრებისთვის ხელშეწყობაა.
პროექტი ხორციელდება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით.
© kinopoisk.ruქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები"
Фильм грузинского режиссера Левана Когуашвили Слепые свидания - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2022
ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები"
პირველი ჩვენება გაიმართა გლდანის რაიონში მდებარე სკვერში, სადაც ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები“ აჩვენეს.
„მოგეხსენებათ, ქართული კინო ქართული კულტურის ნაწილია. ჩვენი ახალი პროექტი მიზნად სწორედ ქართული კინოს პოპულარიზაციას და ამასთანავე, ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
პროექტის ორგანიზატორების თქმით, ყველა სფერომ პანდემიის დროს ძალიან მძიმე დღეები გაიარა და კინოინდუსტრია გამონაკლისი ვერ იქნებოდა.
„პანდემიამ დააზარალა არა მხოლოდ მსახიობები და რეჟისორები, არამედ მაყურებელიც, რომელსაც კინოთეატრებში ფილმების ნახვის საშუალება არ ჰქონდა“, - განაცხადა ნიბლოშვილმა.
პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება როგორც თანამედროვე ქართველი რეჟისორების ფილმები, ასევე მოეწყობა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ციფრულად რესტავრირებული ქართული კლასიკური კინოს გამორჩეული ნამუშევრები ჩვენება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება და დედაქალაქის ათივე რაიონს მოიცავს.
წყარო - თბილისის საკრებულო
ყველა ახალი ამბავი
0