https://sputnik-georgia.com/20220723/avtomobilebis-mrzolebis-sayuradrebod-saqartvelosi-drifti-dasjadi-xdeba-268803744.html
ავტომობილის მძღოლების საყურადღებოდ: საქართველოში დრიფტი დასჯადი ხდება
ავტომობილის მძღოლების საყურადღებოდ: საქართველოში დრიფტი დასჯადი ხდება
Sputnik საქართველო
დიდი ქალაქების მოსახლეობა არაერთხელ უჩიოდა დრიფტით გატაცებულ მძღოლებს, რომლებიც ხალხს ღამით არ აძინებენ.
2022-07-23T15:47+0400
2022-07-23T15:47+0400
2022-12-17T18:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24689/14/246891491_0:0:3268:1839_1920x0_80_0_0_51afdb633859ae6d3454de42ce09db8d.jpg
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საქართველოს ქუჩებში „დრიფტი“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში.თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა არაერთხელ უჩიოდა დრიფტით გატაცებულ მძღოლებს, რომლებიც ხალხს ღამით არ აძინებენ. ამის შესახებ ხშირად წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლებიც.შსს-ს იერ მომზადებული კანონპროექტით, ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, დრიფტი გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირებას.ხოლო თუ დრიფტმა ზიანი გამოიწვია, აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.2022 წლის პირველ კვარტალში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 74.875-მა მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 6 მძღოლს, ნათქვამია შსს-ს მასალებში.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24689/14/246891491_290:0:3021:2048_1920x0_80_0_0_3cb496f909652564f922ad39626d31fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავტომობილი მძღოლები კანონპროექტი შსს საქართველო დრიფტი ჯარიმა ქულები
ავტომობილი მძღოლები კანონპროექტი შსს საქართველო დრიფტი ჯარიმა ქულები
ავტომობილის მძღოლების საყურადღებოდ: საქართველოში დრიფტი დასჯადი ხდება
15:47 23.07.2022 (განახლებულია: 18:50 17.12.2022) დიდი ქალაქების მოსახლეობა არაერთხელ უჩიოდა დრიფტით გატაცებულ მძღოლებს, რომლებიც ხალხს ღამით არ აძინებენ.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საქართველოს ქუჩებში „დრიფტი“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში.
თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა არაერთხელ უჩიოდა დრიფტით გატაცებულ მძღოლებს, რომლებიც ხალხს ღამით არ აძინებენ. ამის შესახებ ხშირად წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლებიც.
შსს-ს იერ მომზადებული კანონპროექტით, ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, დრიფტი გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირებას.
ხოლო თუ დრიფტმა ზიანი გამოიწვია, აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.
ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
2022 წლის პირველ კვარტალში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 74.875-მა მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 6 მძღოლს, ნათქვამია შსს-ს მასალებში.