ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerსატვირთო ავტომობილების რიგი ზემო ლარსის მიმართულებით
სატვირთო ავტომობილების რიგი ზემო ლარსის მიმართულებით - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2022 წლის იანვარი–ივნისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31,8%-ით გაიზარდა და 962,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 2,8%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
რუსეთი საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის ექვს თვეში მთელ საგარეო ვაჭრობაში ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის წილი 11,4%-ს შეადგენს.
2022 წლის იანვარი–ივნისში საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია: 41,3 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 34,8 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, თითქმის 21,5 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 3,4 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები და ა.შ.
საქართველოსთვის მარცვლეულისა და ფქვილის ყველაზე დიდ მომწოდებლად კვლავ რუსეთი რჩება. მიმდინარე წლის იანვარი–ივნისში მეზობელი ქვეყნიდან ჯამში 77,2 ათასი ტონა ხორბლის ფქვილია შემოტანილი.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო>>
რუსეთიდან ასევე შემოვიდა: 198,2 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 156,1 ათასი ტონა გაზი და ა.შ.
რუსეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. 2021 წელს ქვეყნებმა 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი ივაჭრეს, რაც 23,2%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 38,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში – 15,8%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0