საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
ექსპორტი საქართველოდან ექვს თვეში 35,6%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–ივნისში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 35,4%-ით გაიზარდა და 8,5 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოდან გავიდა 2,6 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 35,6%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში იმპორტირებული იყო 5,9 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 35,3%-ით მეტია.
2022 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით 34,9%-ით მეტია.
რითი ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვ.
როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში - 2022 წლის ივნისი>>
2022 წლის იანვარი–ივნისში ყველაზე მეტად გაიზარდა ელექტროენერგიის (303,8%), აზოტის სასუქის (228,9%), ფეროშენადნობების (61,9%), ოქროს (47,8%) ექსპორტი.
ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაეცა მინერალური წყლების (32,7%), სპირტიანი სასმელების (23,4%), ღვინის (4,2%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (143%), ლითონების მეტალოკონსტრუქციებისა და მათი ნაწილების (136,7%) და სამშენებლო–საგზაო ტექნიკის (94,1%) იმპორტი.
პრემიერი: საქართველოს ეკონომიკა განვითარებას აგრძელებს>>
ასევე მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შემცირდა მხოლოდ სატვირთო ავტომობილების იმპორტი (29,2%).
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტრნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო ბრუნვამ 2022 წლის პირველ ექვს თვეში თითქმის 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15,3%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტრნიორების ათეულში არიან ასევე რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, აშშ, სომხეთი, ბულგარეთი, გერმანია, უკრაინა და იტალია.
ყველა ახალი ამბავი
0