პრემიერი: საქართველოს ეკონომიკა განვითარებას აგრძელებს

© courtesy of Georgian Dreamირაკი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს ევროპასა და მთელ მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიის ფონზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
2022 წლის მაისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11,6% შეადგინა, ხოლო რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა მიმდინარე წლის ხუთ თვეში 11,2% შეადგინა.
„ექსპერტები და მსოფლიო ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება აღმოჩნდეს შიმშილობის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით, ღარიბი ქვეყნები. ამ ფონზე, როდესაც ევროპისა და მთელი მსოფლიოს ეკონომიკა რეცესიისკენ მიემართება, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ევროპაში ძალზე რთული ვითარება შეიქმნა: ინფლაცია, მაღალი ფასები, ლოგისტიკაში შექმნილი პრობლემები – ქვეყნებისთვის დიდი გამოწვევაა. გარდა ამისა, ნაკლებად განვითარებულ, ღარიბ ქვეყნებში სასურსათო პროდუქტებით მომარაგების კუთხით უკვე სერიოზული პრობლემები შეინიშნება.
ამ გამოწვევებთან გამკლავება, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ხდება, რომელიც ამავდროულად უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას.

„რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით და გაათმაგებული ტემპებით, ენერგიითა და პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მოტივაცია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0