პოლიციამ აეროპორტში სამ კილოგრამამდე კოკაინი ამოიღო: დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

© photo: Sputnik / Anar Mustafayevქალი ხელბორკილებით
ქალი ხელბორკილებით - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ ქალს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად მის სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან სამ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქალმა აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა.
საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარებს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: შსს
ყველა ახალი ამბავი
0