„სასიყვარულო წერილი ქართულ კინოს“ - იტალიაში ქართული ფილმების რეტროსპექტივას აჩვენებენ

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშივენეცია
ვენეცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
იტალიელები ქართული კინემატოგრაფიის რჩეულ ფილმებს გაეცნობიან.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. „სასიყვარულო წერილი ქართულ კინოს“ – რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის კურატორობით ასეთი დასახელების რეტროსპექტივა იქნება წარდგენილი საერთაშორისო კინოფესტივალზე Lago Film Fest, რომელიც იტალიაში 22–30 ივლისს გაიმართება.

„2021 წელს კინოფესტივალზე შედგა რეტროსპექტივა, რომელიც ალექსანდრე კობერიძის შემოქმედებას მიეძღვნა, წელს კი რეჟისორი იტალიაში ქართული კინომემკვიდრეობის გამორჩეული ნამუშევრებით ბრუნდება, რომელიც თავად შეარჩია“, – ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

რეტროსპექტივის ორგანიზატორები არიან საქართველოს კინოცენტრი და ეროვნული არქივი. რეტროსპექტივა აერთიანებს 1927–1980 წლებში გადაღებულ ფილმებს. ესენია:
„გოგი რატიანი" - რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი
„კოლხიდა" - რეჟისორი სოსო ჩხაიძე
„ხაბაზები" - რეჟისორი ბიძინა რაჭველიშვილი
„ფეოლა" - რეჟისორი ბაადურ წულაძე
„მეკვლე" - რეჟისორი გოდერძი ჩოხელი
ფესტივალს ჟიურის წევრის სტატუსით დაესწრება რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის ძმა გიორგი კობერიძე, რომელმაც მუსიკა შექმნა მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმისთვის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“.
გიორგი კობერიძე კოლეგებთან ერთად ფესტივალზე საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკის ჯილდოს მფლობელს გამოავლენს. ის ასევე ჩაატარებს მასტერ-კლასებს.
ქართულმა ფილმმა საფრანგეთში კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა>>
Lago Film Fest მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალია იტალიაში, რომელიც 2005 წლიდან ყოველწლიურად ტარდება რევინე ლაგოში (ვენეციის ოლქი).
ყველა ახალი ამბავი
0