ქართულმა ფილმმა საფრანგეთში კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა

© Facebook / Georgian National Film Centerკადრი ფილმიდან „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?"
კადრი ფილმიდან „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?  - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
გამოწერა
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ალექსანდრე კობერიძის დრამატული ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" Premiers Plans - Angers Film Festival-ზე ჟიურის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Premiers Plans - Angers Film Festival – ყოველწლიური კინოფესტივალია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ანჟეში 1989 წლიდან იმართება. 2022 წლის რიგით 32-ე ფესტივალი 24 იანვარს გაიხსნა და 30 იანვრამდე გაგრძელდა.
კობერიძის ფილმმა გრან-პრი ევროპული მხატვრული ფილმების კატეგორიაში დაიმსახურა. კონკურსის ჟიურის ხელმძღვანელობდა ფრანგი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი მელვილ პუპო (Melvil Poupaud).
აღსანიშნავია, რომ ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" 23 თებერვლიდან საფრანგეთის კინოთეატრებში გამოვა.
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" – რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელიც საქართველო–გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი ორი ადამიანის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირები – ლიზა და გიორგი ერთმანეთს ქუჩაში მოულოდნელად ხვდებიან და მათ შორის გრძნობა ჩნდება. მეორე დღეს კი ისინი სხვა ადამიანების სხეულებში იღვიძებენ და ერთმანეთს ვეღარ პოულობენ.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე, ვახტანგ ფანჩულიძე.
ფილმმა რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა, ქართულ ფილმზე აქტიურად წერდნენ ისეთი უცხოური გამოცემები, როგორიცაა Variety, Screen Daily, Screen Daily, Awards Daily და სხვ.
წყარო - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
ყველა ახალი ამბავი
0