მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იაპონიის თავდაცვის უწყება: ტაივანზე ჩინეთის თავდასხმის ალბათობა ძალიან მაღალია

© photo: Sputnik / Vitalyi Ankov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ჩინეთი დიდი ალბათობით დაიწყებს ტაივანში სამხედრო ოპერაციას, ასეთივე სცენარი იაპონიასაც ემუქრება, ნათქვამია იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიურ ანგარიშში სახელწოდებით „თავდაცვის თეთრი წიგნი“.

„ერებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მეტოქეობა აშკარაა. საერთაშორისო წესრიგის გამოწვევამ გლობალური მასშტაბები შეიძინა", — აცხადებენ სამინისტროში.

ჩინეთის მხრიდან ტაივანისთვის საფრთხეს იაპონელი სამხედრო ანალიტიკოსები აფასებენ როგორც „უკიდურესად მაღალს“. თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩინეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი სადესანტო ოპერაციის ჩატარების ალბათობა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებითა და კიბერშეტევებით – ძალიან დაბალია.
იაპონელი სამხედროების თქმით, მათი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს წვრთნების სფეროში რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. ამის მტკიცებულებად მოხსენების ავტორებს ბომბდამშენების ერთობლივი გადაფრენის მაგალითი მოჰყავთ.
ამასთან თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ იაპონია შეშფოთებულია რუსეთის მიერ იარაღის რაოდენობის გაზრდით კურილის კუნძულებზე. ტოკიო კვალავაც განაგრძობს შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგს.
თავდაცვის თეთრი წიგნი — იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე და წლის განმავლობაში იაპონელი სამხედროების მიერ გაწეულ საქმიანობაზე. წიგნში აღწერილია თავდაცვის განვითარების ძირითადი ტენდენციები. წიგნი განსახილველად გადაეცემა იაპონიის მთავრობას.
ყველა ახალი ამბავი
0