ქართული გემოს ხიბლი - ჩვენებური კულინარი გერმანიაში

© courtesy of Ana Kostavaანა კოსტავა
ანა კოსტავა - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
დიდი ხანია, რაც მსოფლიოში კულინარიის სფერო ხელოვნების რანგშია აყვანილი. გაიცანით გერმანიაში მცხოვრები ანა კოსტავა, რომელიც ადგილობრივ პროფესიულ სასწავლებელში კონდიტერიის განხრით სწავლობს. პარალელურად საკონდიტროში მუშაობს.
იქ ძირითადად გერმანულ სამზარეულოს ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა ოჯახში მოსულ სტუმრებს მხოლოდ მის მიერ მომზადებულ ქართულ კერძებს სთავაზობს ხოლმე.
- ანა, საუბრის დასაწყისში გერმანულ სამზარეულოზე მინდა გკითხოთ აზრი...
- გერმანული სამზარეულო არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით. საკონდიტროებშიც ძირითადად ერთი და იგივე, სტანდარტული ტიპის ნაწარმია. ასევეა იმ საკონდიტროშიც, სადაც ვმუშაობ. სამწუხაროდ, აქ არ მეძლევა ამის შესაძლებლობა, მაგრამ ოჯახში მოსულ სტუმრებს მხოლოდ ქართულ გემოებს ვაცნობ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენებური სამზარეულო მათ გულწრფელ ქებას იმსახურებს, რაც ძალიან მახარებს.
© photo: courtesy of Ana Kostavaმეგობართან ერთად
მეგობართან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
მეგობართან ერთად
- კულინარიით სერიოზულად როდის დაინტერესდით და გერმანიაში როგორ აღმოჩნდით?
- კულინარიისადმი ინტერესი დაოჯახების შემდეგ გამიჩნდა. თავიდან დიასახლისობით დავიწყე და ნელ-ნელა კერძების მომზადების ყოველდღიური რუტინა საინტერესო საქმიანობად ვაქციე. ეს ინტერესი მრავალნაირი იდეისა და კულინარიული ექსპერიმენტების წყალობით უფრო და უფრო იზრდებოდა. გერმანიაში 15 წლის წინ ჩამოვედი მეუღლესთან ერთად. მეუღლე სპორტსმენია და გერმანიაში სპორტულ საქმიანობას ეწეოდა. თავიდან გარკვეული პერიოდით ვჩერდებოდით და ისევ საქართველოში ვბრუნდებოდით, მაგრამ შემდეგ აქ ცხოვრება გადავწყვიტეთ.
© photo: courtesy of Ana Kostavaანა კოსტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
ანა კოსტავას კულინარიული ნახელავი
- გერმანიაში კონდიტერიის განხრით დაეუფლეთ ცოდნას...
- დიახ, პროფესიულ სასწავლებელში კონდიტერიის განხრით დავიწყე სწავლა. აქ სწავლა სამი წელი გრძელდება და თეორიული განხრით ვიღებთ საჭირო ცოდნას დეტალურად ყველა იმ საკითხებზე, რას კონდიტერიას ეხება. თითქმის ყველანაირი კერძი, რასაც გულით ვაკეთებ, მეტ-ნაკლებად კარგად გამომდის.
© photo: courtesy of Ana Kostavaანა კოსტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
ანა კოსტავას კულინარიული ნახელავი
- არის შემთხვევა, როცა არ გამოგდით?
- არის, მაგრამ როცა არ გამომდის, ისეთი პროფესიული ჟინი მაქვს, რომ მანამ არ ვეშვები, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევ. თუმცა ალბათ მაინც გამოვარჩევდი ხილ-ბოსტნეულით შექმნილ ნაკეთობებს, რომლებსაც ვაფორმებ ყვავილებით, გოგო-ბიჭებით, სხვადასხვა აქსესუარით, რაც მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს.
© photo: courtesy of Ana Kostavaანა კოსტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
ანა კოსტავას კულინარიული ნახელავი
- ქართული სამზარეულოდან რას ანიჭებთ უპირატესობას?
- ქართულებიდან განსაკუთრებით მიყვარს მჭადი და ყველი, ბადრიჯანი ყველა ფორმით, ასევე წითელი ლობიო. აქ რამდენჯერაც უნდა გავაკეთო, ვერასდროს მივიღებ იმ გემოს, რაც საქართველოში აქვს. ჩვენებურ ბოსტნეულს, მწავნილებს სულ სხვა სურნელი და არომატი აქვს, მას პირდაპირ მოაქვს ქართული გემო და მეც სულ ამ გემოების მონატრებაში ვარ. საერთოდ, ქართველებს რომ ფიცხი ხასიათი გვაქვს, ალბათ აქედან გამომდინარეა ისიც, რომ ძირითადად ცხარე კერძები გვიყვარს.
© photo: courtesy of Ana Kostavaანა კოსტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
ანა კოსტავას კულინარიული ნახელავი
- გერმანული კერძებიდან რომელი მოგწონთ?
- რომელიმე გამორჩეულად საყვარელი გერმანული კერძი არ მაქვს. ჩემი სუსტი წერტილი უფრო ტკბილეულია – ნამცხვრები, დესერტები და მსგავსი გემრიელობები. ჩემთვის ცომთან თამაში ცალკე ხელოვნებაა. მას კარგი ცოდნა უნდა და მასზეა დამოკიდებული, თუ როგორი გამოვა საბოლოოდ ცომისგან მოზელილი ღვეზელი ან ხაჭაპური. ჩვენს ოჯახში, რა თქმა უნდა, ქართული კერძებია პრიორიტეტული, განსაკუთრებით ხაჭაპური.
© photo: courtesy of Ana Kostavaანა კოსტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
ანა კოსტავას კულინარიული ნახელავი
- კულინარიის გარდა კიდევ რა გაინტერესებთ?
- ფოტოგრაფია, რომელიც ჩემთვის გატაცებაზე მეტია. როგორც კერძების კეთების პროცესში, ასევე ფოტოგრაფიის დროსაც ერთნაირად და წარმოუდგენლად დიდ სიამოვნებას ვიღებ. ეს ნამდვილი თერაპია და რელაქსაციაა დატვირთული დღის რეჟიმის პერიოდში. აქ ერთ დღეს შეიძლება მზარეული ვიყო, ან დიზაინერი, ხან კი ფლორისტი.
© photo: courtesy of Ana Kostavaანა კოსტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
ანა კოსტავას კულინარიული ნახელავი
- გარდა გემოსი, კულინარიის ნიმუშები გარეგნულადაც უნდა იყოს მიმზიდველი, თქვენ ესეც გამოგდით...
- კარვინგით რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი. მოვიძიე სწავლის ყველა საშუალება და დიდი ძალისხმევის შემდეგ შესაძლებლობა მომეცა ერთკვირიანი მასტერ-კლასი გამევლო ამ სფეროში ორგზის მსოფლიო ჩემპიონთან Xiang Wang-თან. მისგან ბევრი საინტერესო რჩევა და სწორი მიმართულება მივიღე. მას შემდეგ ამ სფეროს პროფესიონალურად შესწავლის მიზანი დავისახე.
- ადვილად მიაღწიეთ სასურველ შედეგს?
- თავიდან საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ბევრი ვარჯიშის და ხილ-ბოსტნეულის „წვალების" შემდეგ ნელ-ნელა მიზანს მივაღწიე (ალბათ ნიჭიც აღმომაჩნდა). ასევე გამორჩეული იყო ჩემთვის ფრანგული დესერტების სპეციალური კურსი, სადაც ახალ, თანამედროვე და საინტერესო ტექნოლოგიებს დავეუფლე. ვცდილობ სხვადასხვა მასტერ-კლასებში მივიღო მონაწილეობა. მოკლედ, სულ სიახლეების ძიებაში ვარ და ეს მომწონს.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0