https://sputnik-georgia.com/20220721/tbilissi-mseneblebs-sayofacxovrebo-narcenebis-gatanis-mosakreblis-gadaxda-mouwevt-268754305.html
თბილისში მშენებლებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ
თბილისში მშენებლებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ
Sputnik საქართველო
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მფლობელს ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე 0,5 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებარე ობიექტის მფლობელს - 0,1 ლარის
2022-07-21T23:50+0400
2022-07-21T23:50+0400
2022-07-21T23:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის საკრებულო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696896_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_b5922532b36063b53bc6664389a8d67a.jpg
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. თბილისში სამშენებლო კომპანიებს სამშენებლო ნარჩენების გარდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მოსაკრებლის გადახდაც მოუწევთ.დადგენილებაში „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისი ცვლილება დედაქალაქის საკრებულომ 16 ივლისს მიიღო.მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური მშენებარე ობიექტის მფლობელს ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე 0,5 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებარე ობიექტის მფლობელისთვის ტარიფი 0,1 ლარს შეადგენს.ახალი მოსაკრებელი ეხება მეწარმეებს, ვისაც მშენებლობის ნებართვები მიმდინარე წლის 1 აპრილიდან აქვთ მიღებული. ადრე მშენებლები „თბილსერვის ჯგუფის“ მომსახურების საფასურს მხოლოდ სამშენებლო ნაგვის გატანისთვის იხდიდნენ.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიების ნაწილი აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.წყარო - თბილისის საკრებულო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696896_264:0:2935:2003_1920x0_80_0_0_6cba8909b2076573b0951415e2f4d9ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი საკრებულო სამშენებლო კომპანიები საყოფაცხოვრებო ნარჩენები გატანა მოსაკრებელი გადახდა
თბილისი საკრებულო სამშენებლო კომპანიები საყოფაცხოვრებო ნარჩენები გატანა მოსაკრებელი გადახდა
თბილისში მშენებლებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ
23:50 21.07.2022 (განახლებულია: 23:52 21.07.2022) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მფლობელს ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე 0,5 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებარე ობიექტის მფლობელს - 0,1 ლარის
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. თბილისში სამშენებლო კომპანიებს სამშენებლო ნარჩენების გარდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მოსაკრებლის გადახდაც მოუწევთ.
დადგენილებაში „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისი ცვლილება დედაქალაქის საკრებულომ 16 ივლისს მიიღო.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური მშენებარე ობიექტის მფლობელს ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე 0,5 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებარე ობიექტის მფლობელისთვის ტარიფი 0,1 ლარს შეადგენს.
ახალი მოსაკრებელი ეხება მეწარმეებს, ვისაც მშენებლობის ნებართვები მიმდინარე წლის 1 აპრილიდან აქვთ მიღებული. ადრე მშენებლები „თბილსერვის ჯგუფის“ მომსახურების საფასურს მხოლოდ სამშენებლო ნაგვის გატანისთვის იხდიდნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიების ნაწილი აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.