https://sputnik-georgia.com/20220721/ned-praismadegnanis-kritikas-upasuxa-268731991.html
ნედ პრაისმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა
ნედ პრაისმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა
Sputnik საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი გააკრიტიკა. 21.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-21T12:09+0400
2022-07-21T12:09+0400
2022-07-21T16:04+0400
საქართველო
ახალი ამბები
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23600/76/236007671_629:410:3000:1743_1920x0_80_0_0_049a5aa9a99de18349f0d44b20f8b7db.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა დეზინფორმაცია უწოდა საქართველოში გამოთქმულ განცხადებებს, რომ ამერიკის საელჩო ქართული სასამართლოს მუშაობაში ერევა.მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 15 ივლისს განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი, რომელმაც მას განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი, განსაკუთრებით იმით, თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძემ ეს შეაფასა, როგორ ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა.ამავდროულად მან გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი.„ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს ქართველი მოქალაქეების გადაყვანას ამ მიზნიდან (ევროკავშირში შესვლა - რედ.). ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და თბილისში ჩვენი საელჩო მოწადინებულია, იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", – განაცხადა პრაისმა.მან აღნიშნა, რომ აშშ და საქართველო 30 წელია გვერდიგვერდ მუშაობენ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკის განვითარებაზე და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. „ეს რჩება უცვლელი", – განაცხადა პრაისმა.საკამათო საკითხებს განვიხილავთ პირადად და საჯაროდ - კელი დეგნანი მოსამართლის განცხადებაზე>>მოსამართლე ჩხიკვაძის სკანდალურ განცხადებას დიდი რეზონანსი მოჰყვა საქართველოში.პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა და იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური არხების გამოყენებით გაერკვევა საკითხში.უფრო მკვეთრი იყო შეფასებებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩისგან ელოდებოდა გასაგებ განმარტებასა და იმის უარყოფას, რომ ამერიკის საელჩოდან ვიღაცამ თავს უფლება მისცა, ზეწოლა მოეხდინა მოსამართლეზე. თუმცა ეს უარყოფა მას არ მოუსმენია.ირაკლი კობახიძემ მოსამართლე ჩხიკვაძე დაიცვა>>ოპოზიციამ ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები შეაფასა, როგორც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორზე - აშშ-ზე თავდასხმა.აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აშშ და საქართველო კარგი მეგობრები არიან, უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში საკითხებს განიხილავენ როგორც პირისპირ საუბრისას, ისე საჯარო გამოსვლების დროს.ჩხიკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ კევინ ბურკთან შეხვედრისას მან შეატყობინა, რომ მისი დაგეგმილი გამგზავრება აშშ-ში არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს. ჩხიკვაძე ქართველი მოსამართლეების ექვსკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში მაისში, გვარამიას საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში აშშ-ში უნდა გამგზავრებულიყო.პირდაპირი პასუხი არ ყოფილა: მმართველი პარტია აშშ-ის ელჩის პასუხით უკმაყოფილოა>>თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23600/76/236007671_554:0:2979:1819_1920x0_80_0_0_7fe9966c3925afdfebc5099d1a2af4b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, აშშ , პოლიტიკა
საქართველო, ახალი ამბები, აშშ , პოლიტიკა
ნედ პრაისმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა
12:09 21.07.2022 (განახლებულია: 16:04 21.07.2022) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი გააკრიტიკა.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა დეზინფორმაცია უწოდა საქართველოში გამოთქმულ განცხადებებს, რომ ამერიკის საელჩო ქართული სასამართლოს მუშაობაში ერევა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 15 ივლისს განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი, რომელმაც მას განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი, განსაკუთრებით იმით, თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძემ ეს შეაფასა, როგორ ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა.
„ელჩ დეგნანს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს, პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას", – განაცხადა პრაისმა ბრიფინგზე.
ამავდროულად მან გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი.
„ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს ქართველი მოქალაქეების გადაყვანას ამ მიზნიდან (ევროკავშირში შესვლა - რედ.). ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და თბილისში ჩვენი საელჩო მოწადინებულია, იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", – განაცხადა პრაისმა.
მან აღნიშნა, რომ აშშ და საქართველო 30 წელია გვერდიგვერდ მუშაობენ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკის განვითარებაზე და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. „ეს რჩება უცვლელი", – განაცხადა პრაისმა.
მოსამართლე ჩხიკვაძის სკანდალურ განცხადებას დიდი რეზონანსი მოჰყვა საქართველოში.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა და იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური არხების გამოყენებით გაერკვევა საკითხში.
უფრო მკვეთრი იყო შეფასებებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩისგან ელოდებოდა გასაგებ განმარტებასა და იმის უარყოფას, რომ ამერიკის საელჩოდან ვიღაცამ თავს უფლება მისცა, ზეწოლა მოეხდინა მოსამართლეზე. თუმცა ეს უარყოფა მას არ მოუსმენია.
ოპოზიციამ ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები შეაფასა, როგორც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორზე - აშშ-ზე თავდასხმა.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აშშ და საქართველო კარგი მეგობრები არიან, უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში საკითხებს განიხილავენ როგორც პირისპირ საუბრისას, ისე საჯარო გამოსვლების დროს.
ჩხიკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ კევინ ბურკთან შეხვედრისას მან შეატყობინა, რომ მისი დაგეგმილი გამგზავრება აშშ-ში არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს. ჩხიკვაძე ქართველი მოსამართლეების ექვსკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში მაისში, გვარამიას საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში აშშ-ში უნდა გამგზავრებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.