ვინც კორონავირუსის გამო გამოცდაზე ვერ გავიდა: აბიტურიენტებისთვის დამატებითი სესია დაინიშნა

© photo: Sputnik / Stringerაბიტურიენტები გამოცდაზე
აბიტურიენტები გამოცდაზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
შეფასების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს მოუწოდებს, ცხრილში მითითებულ დროს მითითებულ ადგილზე გამოცხადდნენ.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის დადასტურების გამო ეროვნულ გამოცდებზე გასვლა ვერ შეძლეს, დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში, რომელთა თანახმად, აბიტურიენტს კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში გამოცდის ჩაბარება მოგვიანებით შეუძლია.
უწყების ცნობით, რამდენიმე საგამოცდო საგნის დამატებითი სესია უკვე ჩატარდა, 24 ივლისს კი დამატებითი საგამოცდო სესია გაიმართება ოთხ საგანში:
ინგლისური ენა (პირველი სესია);
რუსული ენა (პირველი სესია);
ქიმია (პირველი სესია);
ლიტერატურა (პირველი სესია).
ასევე 24 ივლისს გაიმართება უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილე იმ პირთა გამოცდა, რომლებმაც ინფიცირების გამო გამოცდაზე გასვლა ვერ შეძლეს.
გარდა ამისა, 26 ივლისს ჩატარდება გამოცდა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (პირველი სესია).
გამოსაცდელთა სიას მათი საიდენტიფიკაციო ნომრით და დეტალურ ინფორმაციას გამოცდის ჩატარების შესახებ გაეცანით ბმულზე.
გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, გამოცხადდნენ ცხრილში მითითებულ დროს მითითებულ ადგილზე. სხვა გამოცდების დამატებითი სესიების თაობაზე ინფორმაცია ასევე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყო და 22 ივლისამდე გასტანს.
წელს რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების სურვილი 34,5 ათასმა პედაგოგმა გამოთქვა. სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე რეგისტრირებულია 2,5 ათასი სტუდენტი, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდაზე – 9,5 ათასი.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0