მოსაზრება: აშშ კაპიტულაციასა და ბირთვულ ომს შორის არჩევანს აკეთებს

© AFP 2024 / BRENDAN SMIALOWSKI
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
ირინა ალქსნისი
შვედური მასმედიის ცნობით, დონეცკთან დაიღუპა 28 წლის ლეიტენანტი, რომელიც ამას წინათ გათავისუფლდა შვედეთის ნაციონალური სამხედრო-საჰაერო ძალებიდან. წყაროს ინფორმაციით, იგი საბრძოლო მოქმედებების ზონაში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა „თავისი ტაქტიკური ცოდნის გასაზიარებლად“. ეს ამბავი სხვა მიმდინარე მოვლენებთან ერთად არაორაზროვნად მიუთითებს, რომ დასავლეთი აღმოჩნდა გზაგასაყარზე და უახლოეს მომავალში იძულებული იქნება მიიღოს გადაწყვეტილება – რა ფორმით განაგრძობს მონაწილეობას უკრაინის ცხოვრებაში.
პრობლემა ისაა, რომ ყველა მიმართულებით პროცესები ისე არ ვითარდება, როგორც ატლანტის ოკეანის ორივე მხარე გეგმავდა და ისურვებდა. ამასთან, მდგომარეობა კრიტიკული ხდება. რუსეთის ეკონომიკამ გაუძლო „ჯოჯოხეთური“ სანქციების უმძიმეს დარტყმას. სამაგიეროდ, ევროპასა და ამერიკას ისე გაუჭირდათ, რომ ამის დამალვის ძალაც აღარ შესწევთ. შემოდგომაზე კი სიტუაცია კიდევ უფრო სავალალო იქნება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
რუსეთი ახალ სამყაროს აშენებს. ძველის განადგურებას დასავლეთი თავადაც ახერხებს
მოსკოვის იზოლაციაში მოქცევაც არ გამოვიდა. ბაიდენის გამგზავრება ახლო აღმოსავლეთში სამარცხვინოდ დასრულდა, რასაც ვერანაირი რიტორიკა ვერ გადაფარავს. სამაგიეროდ პუტინმა შესანიშნავად მოიარა თეირანი.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში საქმე ცუდადაა. ფრონტზე მოვლენები კვლავ ნელა ვითარდება. ასე რომ, ექსპერტები არ იღლებიან იმაზე კამათით, ვის სასარგებლოდ მიმდინარეობს პროცესები. სამაგიეროდ, ოფიციალური პირებისგან სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმდინარე პროცესების არსს ავლენს, მაგალითად, ზელენსკის მიერ გენერალური პროკურატურისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელების გათავისუფლება, „მუშაობის არადამაკმაყოფილებელ შედეგებსა“ და „სახელმწიფო ღალატის მრავალრიცხოვან ფაქტებზე“ საუბრები.
უკრაინაში დასავლეთი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინული შეიარაღებული ფორმირებების გამოყენებით. თეორიულად ეს მართლაც გენიალური გეგმა იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ არსებობს ბირთვული სახელმწიფოების პირდაპირი შეტაკების რისკი. მეორე, ეს გაცილებით იაფი ჯდება. მესამეც, დაპირისპირების ასეთი ფორმატი ითვალისწინებდა რუსეთის ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ და სხვა სახის დასუსტებას, მაშინ როდესაც ევროპა და შტატები მინიმალური დანაკარგით შემოიფარგლებოდნენ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
დასავლეთმა უკრაინაში შექმნა სამხედრო ტიტანი, რომელიც მას დაღუპავს
თუმცა სპეცოპერაციის ხუთი თვის შემდეგ ნათელი გახდა, რომ დასავლეთი სულ უფრო ღრმად ეფლობა უკრაინაში.
ის იძულებულია სულ უფრო მეტი ფული დახარჯოს. ამ ხარჯის მხარდაჭერა ევროპული და ამერიკული საზოგადოების მხრიდან თანდათან გაღრმავებული საშინაო კრიზისის ფონზე ეცემა.
დასავლეთი იძულებულია მუდმივად გამოუყოს იარაღი უკრაინას. თანამედროვე და ძვირადღირებული ნიმუშები, რასაკვირველია, პრობლემებს უქმნის რუსულ ჯარს, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შეიტანს გარდატეხას საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან, რუსეთიც სწავლობს მსგავსი იარაღის მოგერიებას.
შვედის დაღუპვის ამბავმა კიდევ ერთხელ გამოავლინა კიევის მხარეს მებრძოლი სულ უფრო მეტი უცხოელის დაღუპვის პრობლემა. მათი დიდი ნაწილი უკრაინაში უბრალოდ ფულის საშოვნელად ჩავიდა. მაგრამ ლეიტენანტი - სხვა საქმეა. ის ალბათ იყო სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი სამხედრო მრჩეველი. ჩვეულებრივი ისტორიაა: ნატოს ქვეყნები ერთ-ერთი მხარის რეალური დახმარების პირობებში კონფლიქტისგან ფორმალური დისტანცირების ძველ მეთოდს იყენებენ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
დასავლეთმა რუსეთს ჭკუა ასწავლა. დროა, გაკეთდეს სასარგებლო დასკვნა
ჩნდება კითხვა: ამიერიდან როგორ უნდა იმოქმედოს დასავლეთმა?
მას სამი თვალსაჩინო ვარიანტი აქვს: 1) უკან დაიხიოს, 2) ფორმალური ტყავი მოიშოროს და ჩაებას ღია სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან, ან 3) განაგრძოს მიმდინარე ლოგიკით მოქმედება.
პირველი ვარიანტი გულისხმობს დასავლეთის ღია კაპიტულაციას მოსკოვის წინაშე, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამ მომენტში, მეორე - პლანეტის დაყენებას გლობალური ბირთვული ომის ზღვარზე. მესამე კი, რომელმაც დაამტკიცა თავისი არაეფექტურობა, ნიშნავს კიევის ძვირადღირებული ყოველმხრივი დახმარების გაგრძელებას, რასაც არ შეუძლია ფრონტზე სიტუაციის შეცვლა და მხოლოდ უფრო ღრმად ითრევს შტატებსა და ევროპას მათთვის წამგებიან კონფლიქტში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0