https://sputnik-georgia.com/20220721/erovnuli-banki-regionsi-riskebi-gaizarda-268747399.html
ეროვნული ბანკი: ფართომასშტაბიანი ფინანსური სანქციების პირობებში რეგიონში რისკები გაიზარდა
ეროვნული ბანკი: ფართომასშტაბიანი ფინანსური სანქციების პირობებში რეგიონში რისკები გაიზარდა
Sputnik საქართველო
შუამავალი ბანკები იძულებული არიან მეტი რესურსი და დრო დახარჯონ ცალკეული გარიგებების შესწავლაზე, რაც სავსებით ბუნებრივია რისკის ადეკვატური მართვის... 21.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-21T18:13+0400
2022-07-21T18:13+0400
2022-07-21T22:00+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0a/251692831_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_f28291b831807eb1d8236850a556b7a1.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოქმედების პირობებში გაზრდილია რისკები როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო დონეზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ როგორც ფინანსური სექტორის რეგულატორი, ის უზრუნველყოფს ქვეყანაში საერთაშორისო სანქციების დაცვას და გლობალურ ფინანსურ სისტემასთან მუდმივ თანამშრომლობას.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომერციულ ბანკებს დამყარებული აქვთ საკორესპონდენტო ურთიერთობები ევროპულ და ამერიკულ საფინანსო ინსტიტუტებთან და ამ ურთიერთობების შეუფერხებლად განხორციელებისათვის სანქციების რისკის ეფექტური მართვა განსაკუთრებულად პრიორიტეტულია.„სწორედ ამან განაპირობა, რომ საფინანსო სექტორი რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს დაუყოვნებლივ შეუერთდა“, – აღნიშნეს ეროვნულ ბანკში.დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს შუამავალი ბანკების მიერ ცალკეული ტრანზაქციების შესწავლა და დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გამოთხოვა, რათა შუამავალი ბანკების მიერ უზრუნველყოფილ იქნას კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. ეს განაპირობებს შუამავალი ბანკების მიერ მეტი რესურსის და დროის ხარჯვას ცალკეული ტრანზაქციების შესწავლის პროცესში, რაც სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერია რისკების ადეკვატური მართვის უზრუნველსაყოფად.შეძლებენ თუ არა მიგრანტები რუსეთიდან საქართველოში ფულის გადმოგზავნას? გვენეტაძის პასუხი>>რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „ოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის" და უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ არის რუსეთის გეგმის ნაწილი. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0a/251692831_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_6dc94fd197be098d327947b4538e75f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო
ეროვნული ბანკი: ფართომასშტაბიანი ფინანსური სანქციების პირობებში რეგიონში რისკები გაიზარდა
18:13 21.07.2022 (განახლებულია: 22:00 21.07.2022) შუამავალი ბანკები იძულებული არიან მეტი რესურსი და დრო დახარჯონ ცალკეული გარიგებების შესწავლაზე, რაც სავსებით ბუნებრივია რისკის ადეკვატური მართვის უზრუნველსაყოფად, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოქმედების პირობებში გაზრდილია რისკები როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო დონეზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ როგორც ფინანსური სექტორის რეგულატორი, ის უზრუნველყოფს ქვეყანაში საერთაშორისო სანქციების დაცვას და გლობალურ ფინანსურ სისტემასთან მუდმივ თანამშრომლობას.
„საქართველოს საფინანსო სექტორი არის გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილი. როგორც ბაზრის მონაწილეები, ისე სებ-ი იცავს ყველა იმ საერთაშორისო ნორმას და რეზოლუციას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ვიყოთ გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი", – ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომერციულ ბანკებს დამყარებული აქვთ საკორესპონდენტო ურთიერთობები ევროპულ და ამერიკულ საფინანსო ინსტიტუტებთან და ამ ურთიერთობების შეუფერხებლად განხორციელებისათვის სანქციების რისკის ეფექტური მართვა განსაკუთრებულად პრიორიტეტულია.
„სწორედ ამან განაპირობა, რომ საფინანსო სექტორი რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს დაუყოვნებლივ შეუერთდა“, –
აღნიშნეს ეროვნულ ბანკში.
დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს შუამავალი ბანკების მიერ ცალკეული ტრანზაქციების შესწავლა და დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გამოთხოვა, რათა შუამავალი ბანკების მიერ უზრუნველყოფილ იქნას კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. ეს განაპირობებს შუამავალი ბანკების მიერ მეტი რესურსის და დროის ხარჯვას ცალკეული ტრანზაქციების შესწავლის პროცესში, რაც სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერია რისკების ადეკვატური მართვის უზრუნველსაყოფად.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „ოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის" და უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ არის რუსეთის გეგმის ნაწილი. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.