https://sputnik-georgia.com/20220315/sezleben-tu-ara-migrantebi-rusetidan-fulis-gadmoricxvas-gvenetaze-265230793.html
შეძლებენ თუ არა მიგრანტები რუსეთიდან საქართველოში ფულის გადმოგზავნას? გვენეტაძის პასუხი
შეძლებენ თუ არა მიგრანტები რუსეთიდან საქართველოში ფულის გადმოგზავნას? გვენეტაძის პასუხი
Sputnik საქართველო
რუსეთის ფედერაცია მრავალი წლის განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობის მხრივ. 15.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-15T15:37+0400
2022-03-15T15:37+0400
2022-03-15T20:56+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
ახალი ამბები
რუსეთი
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23765/10/237651071_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_e21f1aafe71e0a3d96752054b195cd27.jpg
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად შრომით მიგრანტებს სამშობლოში ფულის გადმოგზავნა იმ კომპანიების მეშვეობით შეუძლიათ, რომლებიც იქ ოპერირებენ, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გააჩინა შიში, რომ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველი მიგრანტები ვერ შეძლებენ სამშობლოში თავიანთ ნათესავებს ფული გადმოურიცხონ. რუსეთი წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის მხრივ.2021 წელს რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მთლიანმა მოცულობამ 411,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით გადმორიცხული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 17,5%-ია.2022 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა 22,4 მილიონი აშშ დოლარი, რაც 3,4%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს არის ელექტრონული გადარიცხვების სისტემებით საქართველოს კომერციულ ბანკებში შემოსული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 13,3%.უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ „სპეციალური სამხედრო მოქმედებების“ დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.წყარო: ტელეკომპანია იმედი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23765/10/237651071_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_3501fbd6e400e275eff8a71c56db97e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები, რუსეთი, საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, ახალი ამბები, რუსეთი, საქართველოს ეროვნული ბანკი
შეძლებენ თუ არა მიგრანტები რუსეთიდან საქართველოში ფულის გადმოგზავნას? გვენეტაძის პასუხი
15:37 15.03.2022 (განახლებულია: 20:56 15.03.2022) რუსეთის ფედერაცია მრავალი წლის განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობის მხრივ.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად შრომით მიგრანტებს სამშობლოში ფულის გადმოგზავნა იმ კომპანიების მეშვეობით შეუძლიათ, რომლებიც იქ ოპერირებენ, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გააჩინა შიში, რომ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველი მიგრანტები ვერ შეძლებენ სამშობლოში თავიანთ ნათესავებს ფული გადმოურიცხონ. რუსეთი წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის მხრივ.
„რიგმა კომპანიებმა, რომლებიც ამ საქმიანობას ეწეოდნენ, დატოვეს ქვეყანა, მაგრამ არის კომპანიები, რომლებიც კვლავ მუშაობენ ამ მიმართულებით. ის მოსახლეობა, რომელიც საქართველოში თავის ნათესავებს უგზავნიდა გზავნილებს, შეძლებენ ამ კომპანიების საშუალებით თანხის გადმორიცხვას, რომლებიც ამ რეგიონებში კვლავაც ფუნქციონირებენ“, – განაცხადა გვენეტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
2021 წელს რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მთლიანმა მოცულობამ 411,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით გადმორიცხული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 17,5%-ია.
2022 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა 22,4 მილიონი აშშ დოლარი, რაც 3,4%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს არის ელექტრონული გადარიცხვების სისტემებით საქართველოს კომერციულ ბანკებში შემოსული ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 13,3%.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ „სპეციალური სამხედრო მოქმედებების“ დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.