https://sputnik-georgia.com/20220721/batumsi-xelovnebis-festivali-gaimarteba-268749079.html
ბათუმში „შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ გაიმართება
ბათუმში „შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ გაიმართება
Sputnik საქართველო
წლების განმავლობაში ფესტივალის ფარგლებში 60-ზე მეტი უმაღლესი დონის კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მსოფლიო სცენის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. 21.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-21T18:58+0400
2022-07-21T18:58+0400
2023-08-17T19:46+0400
კულტურა საქართველოში
ბათუმი
აჭარა
იუნესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24194/53/241945364_0:154:3093:1893_1920x0_80_0_0_1f9012a2c458327b6ada38501b166ccd.jpg
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. აჭარის დედაქალაქში 23 ივლისს „შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ გაიხსნება, განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან.ბოლქვაძის განცხადებით, ფესტივალის თემატიკა მრავალფეროვანია, მონაწილეობას კი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მიიღებენ.მისი ინფორმაციით, ფესტივალის გახსნის კონცერტი საქველმოქმედო იქნება – შემოსული თანხა მთლიანად ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს მოხმარდება. პირველ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თავად ელისო ბოლქვაძე და ახალგაზრდა ტალანტები.ფესტივალის ფარგლებში ბათუმში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, იაპონური ჩაის ცერემონია, ქართული არომატები, მუსიკა და გასტრონომია, ქართული ფოლკლორის საღამო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისადმი მიძღვნილი საღამო და სხვ.ფესტივალი 23 ივლისს გაიხსნება და 31 ივლისამდე გასტანს.„იუნესკოს მშვიდობის“ არტისტმა ელისო ბოლქვაძემ ფესტივალი 2013 წელს დააარსა. ღონისძიებისთვის ახალი სახელწოდების მინიჭების იდეაც (ადრე ფესტივალის სახელწოდება იყო Batumi Music Fest) ელისო ბოლქვაძეს ეკუთვნის. ე.წ. რებრენდინგი ღონისძიების მნიშვნელობისა და მასშტაბურობის გაფართოების მიზნით ჩატარდა.ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობა. ბათუმის „შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა" წელს მეხუთედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი და ამ თვალსაზრისით ის ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში.
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24194/53/241945364_180:0:2911:2048_1920x0_80_0_0_28130772596a13ca2b17ff4ebb7c384d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ბათუმი , აჭარა , იუნესკო
კულტურა საქართველოში, ბათუმი , აჭარა , იუნესკო
ბათუმში „შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ გაიმართება
18:58 21.07.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) წლების განმავლობაში ფესტივალის ფარგლებში 60-ზე მეტი უმაღლესი დონის კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მსოფლიო სცენის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. აჭარის დედაქალაქში 23 ივლისს „შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ გაიხსნება, განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან.
ბოლქვაძის განცხადებით, ფესტივალის თემატიკა მრავალფეროვანია, მონაწილეობას კი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მიიღებენ.
მისი ინფორმაციით, ფესტივალის გახსნის კონცერტი საქველმოქმედო იქნება – შემოსული თანხა მთლიანად ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს მოხმარდება. პირველ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თავად ელისო ბოლქვაძე და ახალგაზრდა ტალანტები.
წელს ფესტივალის სტუმრები იქნებიან: პიანისტი ტემპეი ნაკამურა, ჩელისტი ალექსანდრე ჰოლშოფი, ფლეიტისტი ჯუზეპე ნოვა, საქსოფონისტი ალექს სებასტიანუტო და სხვები.
ფესტივალის ფარგლებში ბათუმში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, იაპონური ჩაის ცერემონია, ქართული არომატები, მუსიკა და გასტრონომია, ქართული ფოლკლორის საღამო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისადმი მიძღვნილი საღამო და სხვ.
ფესტივალი 23 ივლისს გაიხსნება და 31 ივლისამდე გასტანს.
„იუნესკოს მშვიდობის“ არტისტმა ელისო ბოლქვაძემ ფესტივალი 2013 წელს დააარსა. ღონისძიებისთვის ახალი სახელწოდების მინიჭების იდეაც (ადრე ფესტივალის სახელწოდება იყო Batumi Music Fest) ელისო ბოლქვაძეს ეკუთვნის. ე.წ. რებრენდინგი ღონისძიების მნიშვნელობისა და მასშტაბურობის გაფართოების მიზნით ჩატარდა.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობა.
ბათუმის „შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა" წელს მეხუთედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი და ამ თვალსაზრისით ის ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში.