https://sputnik-georgia.com/20220720/turqetma-saqartvelos-tavdacvis-saministros-400-atasi-dolaris-tirebulebis-teqnika-gadasca-268721740.html
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 400 ათასი დოლარის ღირებულების ტექნიკა გადასცა
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 400 ათასი დოლარის ღირებულების ტექნიკა გადასცა
Sputnik საქართველო
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გადაცემა სამხედრო-ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.
2022-07-20T20:12+0400
2022-07-20T20:12+0400
2022-07-20T21:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/14/268718213_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_c462dabe3567a094249211f045fc7083.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით გადასცა თურქული კომპანია HIDROMEK-ის 8 ერთეული მინი ექსკავატორი-მტვირთავი ტრაქტორი, რომელთა საერთო ღირებულება 405 ათას დოლარს აღემატება. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.ტექნიკის გადაცემის ცერემონია თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. მათ ახალი ლოჯისტიკური ობიექტები ადგილზე დაათვალიერეს და ტექნიკის შესაძლებლობებს გაეცნენ.ლოჯისტიკური ტექნიკის გადაცემა 2019 წელს თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო-ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2019 წელს ხელმოწერილი სამხედრო-ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზნებისთვის ხუთწლიან პერიოდში 100 მლნ თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/14/268718213_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_aa4529e62e511d0dc86024f77119c9ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი საქართველო თავდაცვა სამინისტრო 400 ათასი დოლარი ღირებულება ტექნიკა
თურქეთი საქართველო თავდაცვა სამინისტრო 400 ათასი დოლარი ღირებულება ტექნიკა
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 400 ათასი დოლარის ღირებულების ტექნიკა გადასცა
20:12 20.07.2022 (განახლებულია: 21:57 20.07.2022) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გადაცემა სამხედრო-ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით გადასცა თურქული კომპანია HIDROMEK-ის 8 ერთეული მინი ექსკავატორი-მტვირთავი ტრაქტორი, რომელთა საერთო ღირებულება 405 ათას დოლარს აღემატება. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„თურქეთი არის საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს თავდაცვის ძალების განსაკუთრებული პარტნიორი როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დახმარებაში, ასევე სხვადასხვა შესაძლებლობების განვითარებაში“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ტექნიკის გადაცემის ცერემონია თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. მათ ახალი ლოჯისტიკური ობიექტები ადგილზე დაათვალიერეს და ტექნიკის შესაძლებლობებს გაეცნენ.
ლოჯისტიკური ტექნიკის გადაცემა 2019 წელს თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო-ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2019 წელს ხელმოწერილი სამხედრო-ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზნებისთვის ხუთწლიან პერიოდში 100 მლნ თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.