რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა ერთობლივი განცხადება მიიღეს

  - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
თბილისი, 20 ივლისი − Sputnik. რუსეთის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სირიაში არსებული ვითარების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს, იუწყება „რია ნოვოსტი“ ვლადიმირ პუტინზე დაყრდნობით.

„მიღებულმა ერთობლივმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის სამმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი სირიაში სიტუაციის სტაბილური და სიცოცხლისუნარიანი ნორმალიზების მისაღწევად“, − აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ერთობლივ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სირიის კრიზისი მხოლოდ დიპლომატიური გზით შეიძლება გადაწყდეს. გარდა ამისა, გაეროს უშიშროების საბჭოს 2254-ე რეზოლუციის საფუძველზე, ქვეყანაში არსებული სიტუაციის მოგვარება მხოლოდ თავად სირიელებს შეუძლიათ.
„ასტანის ფორმატის“ მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგი, მე-19 რაუნდი წლის ბოლომდე დაინიშნება, მომდევნო სამიტი რუსეთში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0