Kobuleti Fest 2022: ქობულეთში ზაფხულის ფესტივალი იწყება

© photo: Sputnik / Seyran Baroyanქობულეთი
ქობულეთი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
ქობულეთის ცენტრალურ პარკში კაშკაშა წარმოდგენა გაიმართება
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ქობულეთი 24 ივლისს ზაფხულის ფესტივალს Kobuleti Fest 2022 უმასპინძლებს, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
ორგანიზატორები ჰპირდებიან დამსვენებლებს ფერად და საინტერესო ფესტივალს საზაფხულო დეკორაციებით, რომელიც ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება. დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.
ფესტივალის პარალელურად დაგეგმილია ქობულეთის ახალი ბულვარის გახსნა. ახალი ბულვარის მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე დრამების შოუ, ფრანების შოუ, საბავშვო და სპორტული აქტივობები გაიმართება.
12:00 საათიდან 20:00 საათამდე დაგეგმილია ფრანების შოუ, ქვიშის ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, დრამ-შოუ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები, ანიმატორების პროგრამა, სახის მოხატვა, საპნის ბუშტების შოუ, სარკიანი პატარა აუზები, საზაფხულო დეკორაციები და ფოტოკუთხეები.
20:00 საათიდან 01:00 საათამდე ქობულეთის პარკში გალა კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ბენდი„ასეა სულ“, ბენდი „ოჩოს ქოხი“, „ღამის შოუს ბენდი“. 22:30 საათზე სტუმრებს ელოდება ფოიერვერკი, ხოლო 23:00 საათზე სტუმრებს გაართობს DJ ნუგო.
ყველა ახალი ამბავი
0