დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ივლისი

© Pixabay / Pexelsვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 20 ივლისია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მერკურიმფარველობს.
არ იჩქაროთ და არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. სჯობს, მოთმინებით აღიჭურვოთ, რადგან მოვლენები ნელა განვითარდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად. ახლობლებთან ურთიერთობები შეიძლება დაიძაბოს. ეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ. თუ ამას მოახერხებთ, საღამოს ყველაფერი მოგვარდება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 ივლისი>>
ვერძი: შესანიშნავი დღეა მუშაობის, ინიციატივის გამოჩენისთვის. კარგად ჩაივლის მგზავრობა, მოლაპარაკებები პარტნიორებთან. არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო, სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ახლობლებთან გულითადი საუბრებისთვის საღამო შეარჩიეთ.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2019
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
კურო: დღეს რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება მოგიწევთ. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. ადვილად გამონახავთ საერთო ენას ადამიანებთან. ახალი ნაცნობობით შეიძლება რომანტიკული ისტორია დაიწყოს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.
ტყუპი: მოიგონეთ რამე ახალი. დღეს წარმატების მიღწევაში ფანტაზია და იმპროვიზაციის ხელოვნება დაგეხმარებათ. კარგი დღეა სწავლისთვის, მგზავრობისთვის. ბევრი თქვენგანი გაიცნობს საინტერესო ადამიანებს და შესაძლოა, უჩვეულო წინადადებაც მიიღოს მათგან. ენდეთ ინტუიციას – ის არ დაგაღალატებთ.
კირჩხიბი: ძველი ნაცნობებისგან, შესაძლოა, მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ. შეგიძლიათ გართულებული ურთიერთობების მოგვარება, რადგან საერთო ენის გამონახვა ადამიანებთან დღეს ბევრად იოლია. სამუშაო საკითხების გადასაწყვეტად დღის მეორე ნახევარი უფრო ხელსაყრელი დროა.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2018
ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს
ლომი: მცირე გაუგებრობებს, სავარაუდოდ, თავიდან ვერ აიცილებთ, თუმცა სანერვიულო არაფერია, რადგან სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, წვრილმან სირთულეებს კი ადვილად გაუმკლავდებით. კარგი დღეა პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად, დოკუმენტების გასაფორმებლად.
ქალწული: არ ღირს აჩქარება ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას. დღის პირველი ნახევარი ამისთვის არ გამოდგება, არის რისკი, რომ ვითარება არასწორად შეაფასოთ., დანარჩენს რაც შეეხება, ხელსაყრელი პერიოდია. დღის მეორე ნახევარი იღბლიანად ჩაივლის. ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ.
სასწორი: კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად – მათ მალე აუღებთ ალღოს და წარმატებასაც მიაღწევთ. სახლში საზრუნავი გაგიჩნდებათ. შესაძლოა, რაღაც ყოფითი პრობლემების გამო თანხის დახარჯვა მოგიწიოთ. ახლობლებთან ურთიერთობებისთვის უფრო ხელსაყრელია დღის მეორე ნახევარი.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2018
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ
მორიელი: ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის. საკითხების განსახილველად არაფორმალური გარემო აჯობებს – ასე უფრო ადვილი იქნება შეთანხმების მიღწევა. ჰარმონიულად განვითარდება პირადი ურთიერთობები. საღამოს ბევრ თქვენგანს ელოდება რომანტიკული პაემანი.
მშვილდოსანი: თუ სერიოზული გეგმები გაქვთ, მათ განხორციელებას დილიდან შეუდექით. ეს პერიოდი ბევრად იღბლიანია. თქვენი წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩება – შესაძლოა თქვენით დაინტერესდნენ ადამიანები, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. კარგად ჩაივლის მგზავრობა.
თხის რქა: სწრაფად მიაღწევთ წარმატებებს, თუ სწორად შეარჩევთ მოკავშირეებს. ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ. მისი წყალობით მიხვდებით, ვის შეიძლება ენდოთ და ვის – არა. პირად ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინეთ. ამ სფეროში სწორად თუ იმოქმედებთ, სასიკეთო ცვლილებები გელოდებათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2018
როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: არ აჰყვეთ პროვოკაციებს. გამოგადგებათ დიპლომატიური ნიჭი, მწვავე საკითხების მოგვარების უნარი. ამის წყალობით შეძლებთ სერიოზული კონფლიქტების თავიდან აცილებას, დაძაბული ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლას. საღამო კარგი დროა სამომავლო გეგმების დასაწყობად.
თევზები: დაისვენეთ. წაგადგებათ, თუ დღის პირველ ნახევარში მოწყდებით რუტინას, გარემოს შეიცვლით. თუ ამის საშუალება არ გაქვთ სერიოზული საქმის გამო, იფიქრეთ, ვის შეუძლია თქვენი დახმარება და მიმართეთ მას რჩევისთვის. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად.
ყველა ახალი ამბავი
0