დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 ივლისი

CC BY 2.0 / Ben Perrin / Lysterfield Lakeხედი ჰორიზონტზე
ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 19 ივლისია, სამშაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მარსიმფარველობს.
საოცრად ჰარმონიული და მშვიდი დღეა. შესანიშნავად მიესადაგება ახლობლებთან ურთიერთობებს, გასეირნებას ბუნებაში, რომანტიკულ პაემანს – ნებისმიერ რამეს, რაც ცხოვრებით ტკბობაში დაგვეხმარება. თუ ვითარება ამის საშუალებას იძლევა, არ შეეწინააღმდეგოთ ამ იმპულსს და მიიღებთ უამრავ დადებით ემოციას.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 ივლისი>>
ვერძი: შესაძლოა, გაგიჩნდეთ იდეა, თუ როგორ შეცვალოთ რადიკალურად საკუთარი ცხოვრება. ეს გრანდიოზული გეგმები შეიძლება ეხებოდეს კარიერას, პირად ცხოვრებას ან სხვა სფეროებს. თუნდაც ეს იდეები იდეალურად გეჩვენებოდეთ, სჯობს, ჯერ ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ. აცადეთ იდეებს „დაღვინება“.
მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული
კურო: არ მოკიდოთ ხელი საქმეს, თუ საკუთარ თავში ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი. არაა შესაფერისი დღე რთული ამოცანების გადასაწყვეტად. ვერ შეძლებთ სწრაფად ცვლად გარემოში ორიენტირებას. სამაგიეროდ, ხართ ძალზე ოპტიმისტურად განწყობილი და შავ ღრუბლებს მიღმა მზის სხივების დანახვა შეგიძლიათ.
ტყუპი: გაიხსენეთ თქვენი მივიწყებული ოცნებები, ჩაიძირეთ ფანტაზიების სამყაროში, სადაც არ არსებობს საზღვრები და ყველაფერი შესაძლებელია. თქვენი აზროვნება ხატოვანი და შემოქმედებითი პოტენციალი – უმაღლეს დონეზე იქნება. დრო შემოქმედებას დაუთმეთ – ეს დღე მოსაწყენი საქმეებისთვის არ არის.
კირჩხიბი: ნუ ენდობით დაპირებებს. ადამიანები შეგაქებენ თქვენ და თქვენს საქმეს ლამაზი სიტყვებით, მაგრამ ჯილდოს ნუ დაელოდებით. ამას მშვიდად შეხვდით, ნუ გექნებათ სასწაულის იმედი. განაგრძეთ შრომა ზედმეტი ემოციების გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში დღეს ბვევრი საქმის გაკეთებას შეძლებთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2019
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშნები
ლომი: დღეს შეძლებთ ურთიერთობების წყურვილის დაკმაყოფილებას. ეძებთ რუტინისგანს ხსნას იქ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. მაგრამ თუ გინდათ, იმხიარულოთ, ამისთვის უნდა მოემზადოთ. შეკრიბეთ მეგობრები და დაესწარით რამე ღონისძიებას ერთად, ან თვითონ მოამზადეთ გასართობი „მენიუ“.
ქალწული: არის რისკი, რომ დღეს ვინმეს ან რამის მიმართ იმედი გაგიცრუვდეთ. არაა გამორიცხული, რომ ეს „ვინმე“ თვითონ თქვენ იყოთ. თქვენი კალაპოტიდან ამოგდება ნებისმიერ წვრილმანს, სულ მცირე კრიტიკასაც შეუძლია. ნუ დაიღლებით უაზრობების გამო, ნუ ეცდებით პრობლემების რადიკალურად გადაჭრას.
სასწორი: შეძლებთ თითოეული წუთით ტკბობას. არ ჩქარობთ, ხართ სამყაროსთან ჰარმონიაში. შეძლებთ სრულად შეიგრძნოთ, რა არის ნამდვილი გრძნობა და ნამდვილი ცხოვრება. გადაუდებელი საქმეც კი ვერ მოგწყვეტთ მედიტაციური განწყობიდან – როგორც ჩანს, საქმის გადადების რამე ხერხს მიაგნებთ.
ქალი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
როგორ უმკლავდებიან ზოდიაქოს ნიშნები განშორებას
მორიელი: დღეს, შესაძლოა, წვრილმანებზე გაღიზიანდეთ. სამაგიეროდ, დიდ პრობლემებს, თუ ასეთს გადააწყდით, მედგრად დაუხვდებით. ამიტომ სჯობს, სერიოზული საკითხების გადაწყვეტას შეუდგეთ, სასურველია ისეთის, რომლებსაც მარტო გაუმკლავდებით, რათა ირგვლივ მყოფებთან კონფლიქტებს აარიდოთ თავი.
მშვილდოსანი: ხართ ძალზე მომხიბლავი და ყველას გულის დაპყრობა შეგიძლიათ. თქვენი დადებითი ემოციები „გადამდებია“, გამოირჩევით შესანიშნავი ორატორული ნიჭით. თუ თქვენი იდეების სხვეისთვის გაზიარება და თანამოაზრეების შემოკრება გინდათ, ამაზე უკეთეს დროს ვერ იპოვით.
თხის რქა: დღეს უამრავი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეგიძლიათ. განსაკუთრებით მიგიზიდავთ პირადი სივრცის მოწყობასთან დაკავშირებული საქმეები. დიდი სურვილი გაქვთ რამის შეცვლის სახლში, ავტომობილში, აგარაკზე. მაგრამ არის რისკი, რომ უამრავი იდეის „წყალობით“ ვერცერთი ვერ მიიყვანოთ ბოლომდე.
აისი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2019
შეშლილი ყოფილები და მათი ვნებანი: სიგიჟიდან გულგრილობამდე – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: არცთუ საუკეთესო დღეა სერიოზული საკითხების გადასაწყვეტად. არანაირი სურვილი არ გაქვთ მუშაობის, სწავლის, ყურადღების დაძაბვის. სამაგიეროდ, თქვენს ფანტაზიას საზღვარი არ ექნება. რთული იქნება წინააღმდეგობის გაწევა სურვილისთვის, რომ რაღაც ექსტრავაგანტული მოიმოქმედოთ.
თევზები: დიდი ალბათობით, ფულთან დაკავშირებით გაუგებრობები გელოდებათ. შესაძლოა, ბიუჯეტს გადააჭარბოთ, ან სხვა რაღაცას ჰქონდეს ადგილი. ამისთვის მზად უნდა იყოთ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ ვითარების დამოუკიდებლად გამოსწორება – მხოლოდ უარეს შედეგს მიიღებთ.
ყველა ახალი ამბავი
0