ექიმების, ექთნებისა და მძღოლების საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდებს ორ წელიწადში ერთხელ აბარებენ.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურის ექიმების, ექთნებისა და მძღოლების საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო, იუწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, გამოცდები როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკული ნაწილს მოიცავს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდებს ორ წელიწადში ერთხელ აბარებენ, მანამდე კი საგანმანათლებლო ცენტრში მოსამზადებელ ტრენინგებს ესწრებიან.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი. მინისტრმა მის მოადგილე ილია ღუდუშაურთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელ ალექსანდრე კუტიბაშვილთან ერთად ცენტრში მიმდინარე პროექტები განიხილა და გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს წარმატებები უსურვა.
ბათუმში სამედიცინო მოტოციკლები იმოძრავებენ>>
ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ კლინიკებსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებში მომსახურების ხარისხის გაზრდა სამინისტროს პრიორიტეტია. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ახალ პროექტზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც პარამედიკოსები სამედიცინო მოტოციკლით შეძლებენ გადაადგილებას, რაც გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას უფრო ოპერატიულსა და ეფექტურს გახდის.
ყველა ახალი ამბავი
0