შტუტგარტი-თბილისი - ავიაკომპანია Eurowings-მა პირველი რეისი შეასრულა

CC BY-SA 2.0 / Riik@mctr / Manchester AirportEurowings-ის თვითმფრინავი
Eurowings-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
შტუტგარტი–თბილისი–შტუტგარტის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია Eurowings კვირაში ორი სიხშირით იფრენს.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. გერმანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Eurowings-მა შტუტგარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
2022 წლის 19 ივლისიდან შტუტგარტი–თბილისი–შტუტგარტის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებისა და მიმართულებების გაზრდის მიზნით 2017 წლიდან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

„ავიაკომპანიასთან მრავალეტაპიანი მოლაპარაკებები გვქონდა ფრენების დაწყებისა და მიმართულებების დამატების თაობაზე. ნაყოფიერი მოლაპარაკებები გვქონდა ასევე საავიაციო ფორუმ Routes Europe 2022-ის ფარგლებში. შედეგად, ავიაკომპანიამ 2022 წლის ზაფხულიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი მიმართულების დამატების გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

შტუტგარტის მიმართულებით ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია.
Eurowings-ი საქართველოს ავაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა და ის დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში ორი სიხშირით ოპერირებს. Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა BASIC, SMART და BIZclass სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი.
ყველა ახალი ამბავი
0