რუსეთის საგარეო უწყება: თეირანის სამიტზე ლიდერები ყველა საკითხზე იმსჯელებენ

© photo: Sputnikთეირანი
თეირანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. რუსეთის, ირანის და თურქეთის ლიდერების სამიტი მათ საშუალებას მისცემს, განიხილონ ყველა საინტერესო საკითხი, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა.

„გველოდება თეირანში მაღალი დონის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელშიც რუსეთის, თურქეთისა და ირანის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამ ფორმატს ასტანის ფორმატს ვუწოდებთ. თავის დროზე ის ამ წამყვანი ქვეყნების ურთიერთქმედებისთვის შეიქმნა სირიის დარეგულირების ინტერესებში“, — განაცხადა ვერშინინმა.

მისი თქმით, ამ შეხვედრაზე, ისევე, როგორც ნებისმიერ სამიტზე, აღნიშნული სამი ქვეყნისთვის საინტერესო ყველა საკითხი იქნება განხილული.
რუსეთის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინის, ებრაჰიმ რაისის და რეჯეფ თაიიფ ერდოღანის სამიტი 19 ივლისს თეირანში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0