https://sputnik-georgia.com/20220719/tbilisi-taskenti-tanamsromlobis-memorandumi-268658262.html
თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Sputnik საქართველო
მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთის ურთიერთობები განიხილეს და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. 19.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-19T15:42+0400
2022-07-19T15:42+0400
2022-07-19T20:24+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
უზბეკეთი
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268667351_0:5:2048:1157_1920x0_80_0_0_822c99cad3f59d6814199314e93dcb92.jpg
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ და ტაშკენტის მერმა ჯახონგირ არტიკხოჯაევმა დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.მერებს შორის შეხვედრა ტაშკენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად უზბეკეთში იმყოფება.შეხვედრაზე მერებმა საქართველო–უზბეკეთის ურთიერთობები განიხილეს და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.„ხაზი გაესვა ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, რის დასტურიცაა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი უზბეკეთში. გამოითქვა იმედი, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ღარიბაშვილის პირველი ვიზიტი უზბეკეთში: რაზე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის პრემიერები>>კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტაშკენტთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით, ტურიზმის სფეროში. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს, სადაც შოთა რუსთაველის ძეგლია დადგმული.თბილისსა და ტაშკენტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა – ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, მეცნიერების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, კულტურის, სპორტის, ტურიზმის სფეროებში.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268667351_324:0:1969:1234_1920x0_80_0_0_910d3873ae7811799d8a97c65331cf31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, უზბეკეთი, ეკონომიკა
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, უზბეკეთი, ეკონომიკა
თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
15:42 19.07.2022 (განახლებულია: 20:24 19.07.2022) მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთის ურთიერთობები განიხილეს და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ და ტაშკენტის მერმა ჯახონგირ არტიკხოჯაევმა დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
მერებს შორის შეხვედრა ტაშკენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად უზბეკეთში იმყოფება.
შეხვედრაზე მერებმა საქართველო–უზბეკეთის ურთიერთობები განიხილეს და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
„ხაზი გაესვა ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, რის დასტურიცაა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი უზბეკეთში. გამოითქვა იმედი, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტაშკენტთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით, ტურიზმის სფეროში. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს, სადაც შოთა რუსთაველის ძეგლია დადგმული.
„ვიზიტის ფარგლებში ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეხსნა შოთა რუსთაველის რეაბილიტირებული ძეგლი და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ძალიან ლამაზია. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულებით ვითანამშრომლოთ, რაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა, თბილისსა და ტაშკენტს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისსა და ტაშკენტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა – ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, მეცნიერების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, კულტურის, სპორტის, ტურიზმის სფეროებში.