https://sputnik-georgia.com/20220719/raribasvilis-pirveli-viziti-uzbeketsi-268653764.html
ღარიბაშვილის პირველი ვიზიტი უზბეკეთში: რაზე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის პრემიერები
ღარიბაშვილის პირველი ვიზიტი უზბეკეთში: რაზე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის პრემიერები
Sputnik საქართველო
საქართველო უზბეკეთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია. 19.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-19T13:59+0400
2022-07-19T13:59+0400
2022-07-19T19:58+0400
პოლიტიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
უზბეკეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260125150_0:115:1280:836_1920x0_80_0_0_bcafd8e630dabff71d26848a17072dc1.jpg
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთში მნიშვნელოვანი მოვლენაა ორი ქვეყნის ურთიერთობებში, განაცხადა უზბეკეთის მთავრობის მეთაურმა აბდულა არიპოვმა ქართველ კოლეგასთან ტაშკენტში შეხვედრის დროს.ღარიბაშვილი უზბეკეთში 18 ივლისს გაემგზავრა. პრემიერს თან ახლავს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე. ვიზიტის პირველ დღეს მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა ტაშკენტის „ტექნოპარკი“ და ყვავილებით შეამკო უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტი.„უზბეკეთში თქვენ კარგად გიცნობენ, როგორც გამოცდილ და ენერგიულ ლიდერს. თქვენი ხელმძღვანელობით მიიღება ეფექტური ზომები ეროვნული ეკონომიკის განსავითარებლად. ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია უზბეკეთში და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა უზბეკეთი–საქართველოს ურთიერთობებში“, – განაცხადა არიპოვმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი უზბეკეთში ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება.მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. საუბრის დროს აღინიშნა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ტურისტული ნაკადები საქართველოს მიმართულებით, ასევე კიდევ უფრო ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და უზბეკეთს შორის.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო უზბეკეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრის როლის გასაძლიერებლად საქართველო მონაწილეობს ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის, აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის და შავი ზღვა–კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის პროექტებში.პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს 18,5%-ით გაიზარდა და 115 მლნ დოლარს მიაღწია. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია – მომავალში გაიზარდოს ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის მოცულობა უზბეკეთის ბაზარზე.მხარეებმა ასევე იმსჯელეს ერთობლივი საწარმოების შექმნაზე და საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენების შესაძლებლობაზე უზბეკური პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გასატანად.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260125150_150:108:1143:853_1920x0_80_0_0_523a28f93d10aff5810962d4938cc60d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, უზბეკეთი
პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, უზბეკეთი
ღარიბაშვილის პირველი ვიზიტი უზბეკეთში: რაზე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის პრემიერები
13:59 19.07.2022 (განახლებულია: 19:58 19.07.2022) საქართველო უზბეკეთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთში მნიშვნელოვანი მოვლენაა ორი ქვეყნის ურთიერთობებში, განაცხადა უზბეკეთის მთავრობის მეთაურმა აბდულა არიპოვმა ქართველ კოლეგასთან ტაშკენტში შეხვედრის დროს.
ღარიბაშვილი უზბეკეთში 18 ივლისს გაემგზავრა. პრემიერს თან ახლავს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე. ვიზიტის პირველ დღეს მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა ტაშკენტის „ტექნოპარკი“ და ყვავილებით შეამკო უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტი.
„უზბეკეთში თქვენ კარგად გიცნობენ, როგორც გამოცდილ და ენერგიულ ლიდერს. თქვენი ხელმძღვანელობით მიიღება ეფექტური ზომები ეროვნული ეკონომიკის განსავითარებლად. ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია უზბეკეთში და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა უზბეკეთი–საქართველოს ურთიერთობებში“, – განაცხადა არიპოვმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი უზბეკეთში ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება.
„ჩვენ, საქართველოს და უზბეკეთს ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ვიზიტის მიზანია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და სხვა დონეზე ავიყვანოთ... ჩვენ ვიმსჯელეთ ძალიან ბევრ საკითხზე, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. საუბრის დროს აღინიშნა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ტურისტული ნაკადები საქართველოს მიმართულებით, ასევე კიდევ უფრო ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და უზბეკეთს შორის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო უზბეკეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრის როლის გასაძლიერებლად საქართველო მონაწილეობს ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის, აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის და შავი ზღვა–კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის პროექტებში.
პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს 18,5%-ით გაიზარდა და 115 მლნ დოლარს მიაღწია. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია – მომავალში გაიზარდოს ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის მოცულობა უზბეკეთის ბაზარზე.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ერთობლივი საწარმოების შექმნაზე და საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენების შესაძლებლობაზე უზბეკური პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გასატანად.