https://sputnik-georgia.com/20220719/tashkentshi-rustavelis-saxelobis-zegli-da-skveri-agadgines-268657528.html
ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის ძეგლი და სკვერი აღადგინეს
ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის ძეგლი და სკვერი აღადგინეს
Sputnik საქართველო
ორი ქვეყნის პირველმა პირებმა ქართველი პოეტის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. 19.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-19T15:00+0400
2022-07-19T15:00+0400
2022-07-19T20:09+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
უზბეკეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268654207_0:106:1025:682_1920x0_80_0_0_5dece53e059edacd96b34bc1da33433b.jpg
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის განახლებული სკვერისა და ძეგლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ამავე ქუჩაზე მდებარეობს რუსთაველის ძეგლი და მისივე სახელობის სკვერიც.უზბეკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ აბდუშელიშვილის ინიციატივითა და ტაშკენტის მერიის ხელშეწყობით შოთა რუსთაველის ძეგლსა და სკვერს სრული რეკონსტრუქცია 2022 წელს ჩაუტარდა.განახლებული სკვერის გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღო ტაშკენტის მერმა ჯახონგირ არტიკხოჯაევმა. ორი ქვეყნის პირველმა პირებმა შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.კახა კალაძემ კმაყოფილება გამოთქვა ცნობილი სკულპტორის იაკობ შაპიროს ნამუშევრის - შოთა რუსთაველის ძეგლისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის გამო.ტაშკენტის მერის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს ქალაქის სიმბოლო – ტრამვაი აღადგინოს, რომელიც სწორედ რუსთაველის ქუჩაზე იმოძრავებს.თბილისის მერი ტაშკენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. უზბეკეთში ქართული დელეგაციის ვიზიტი 18 ივლისს დაიწყო.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268654207_10:0:919:682_1920x0_80_0_0_4eba8a2655639945c83e8e4dec8efad6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , უზბეკეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , უზბეკეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის ძეგლი და სკვერი აღადგინეს
15:00 19.07.2022 (განახლებულია: 20:09 19.07.2022) ორი ქვეყნის პირველმა პირებმა ქართველი პოეტის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის განახლებული სკვერისა და ძეგლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ამავე ქუჩაზე მდებარეობს რუსთაველის ძეგლი და მისივე სახელობის სკვერიც.
უზბეკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ აბდუშელიშვილის ინიციატივითა და ტაშკენტის მერიის ხელშეწყობით შოთა რუსთაველის ძეგლსა და სკვერს სრული რეკონსტრუქცია 2022 წელს ჩაუტარდა.
განახლებული სკვერის გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღო ტაშკენტის მერმა ჯახონგირ არტიკხოჯაევმა. ორი ქვეყნის პირველმა პირებმა შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
კახა კალაძემ კმაყოფილება გამოთქვა ცნობილი სკულპტორის იაკობ შაპიროს ნამუშევრის - შოთა რუსთაველის ძეგლისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის გამო.
ტაშკენტის მერის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს ქალაქის სიმბოლო – ტრამვაი აღადგინოს, რომელიც სწორედ რუსთაველის ქუჩაზე იმოძრავებს.
თბილისის მერი ტაშკენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. უზბეკეთში ქართული დელეგაციის ვიზიტი 18 ივლისს დაიწყო.