მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ: რუსეთის დახმარება ჩინეთს ძვირი დაუჯდება

© photo: Sputnik / Mikhail Klimentiev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები „ჩინეთს მაღალ ფასს გადაახდევინებენ“, თუ ის რუსეთს იარაღით მოამარაგებს ან სანქციების გვერდის ავლით დაეხმარება, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.
მისი თქმით, ამერიკას ჯერჯერობით არ შეუმჩნევია მსგავი ქმედებები, თუმცა ის ყურადღებით აკვირდება სანქციების რეჟიმის დაცვას.

„ჩინეთის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება ან ნებისმიერი დახმარება უპრეცედენტო სანქციების, საექსპორტო კონტროლისა და ფინანსური ზომებისთვის თავის სისტემატურად არიდებით გამოიწვევს ძალიან მაღალი ფასის დაკისრებას, რომელსაც შეერთებული შტატები მარტო კი არ მოითხოვს, არამედ მსოფლიოს ათობით ქვეყანასთან ერთობლივი ქმედებით“, – განაცხადა ბრიფინგზე პრაისმა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეს გაფრთხილება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან შეხვედრისასაც გაიმეორა 9 ივლისს, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის მინისტერიალზე.
მანამდე, ივნისში ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ვეი ფენჰემ განაცხადა, რომ პეკინი არ ეხმარება რუსეთს „უკრაინის კრიზისში“. მინისტრის თქმით, კრიზისმა გეოპოლიტიკური ლანდშაფტი ძალიან შეცვალა და მსოფლიოს აღარ შეიძლება ეწოდოს მშვიდობიანი.
ყველა ახალი ამბავი
0