ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / TOLGA AKMENლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 1,1%-ით შემცირდა და 82,35 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 8,31%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,54%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 6,67% მოგებით 99,38 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 94,57 პუნქტის ფასით, 9,78% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,82%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,47%-ით შემცირდა 84,37 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7,3%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 3,3%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 14,38 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 320 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 13,5–14,4 ფუნტის დიაპაზონში.
ამოქმედდა ახალი კანონი: კორპორატიული მართვის კოდექსი ემიტენტებისთვის>>
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 4,28%-ით და ერთ აქციაზე 6,09 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 112 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,78–6,15 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 4,06%-ით შემცირდა 11,82 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 137 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 11,38–12,4 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0